ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება — ნახეთ მისამართები

თბილისში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება — ნახეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) იუწყება, რომ 22 მაისამდე თბილისში რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება.

წყალმომარაგების შეწყვეტა დაკავშირებულია გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებთან, რომლებიც მიმდინარე ღამით და დღის განმავლობაში ჩატარდება ვაკისა და კრწანისის რაიონებში.

წყალმომარაგების შეწყვეტა ვაკის რაიონში:

დრო: 21 მაისი, 23:30 – 22 მაისი, 08:00
მიზეზი: ტექნიკური სამუშაოები ი. ჭავჭავაძის გამზ. N53-თან

მისამართები:

  • ი. ჭავჭავაძის გამზ. N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84
  • თამარაშვილის ქ. N1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9
  • გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას და სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩები

წყლის მიწოდების შეწყვეტა კრწანისის რაიონში:

დრო: 21 მაისი, 11:00 – 18:00
მიზეზი: სამუშაოები გ. გურამიშვილის ქ. N1ა-თან

მისამართები:

  • გორგასლის ქ. N6–30 (ლუწები), N41–81 (კენტები)
    (მათ შორის პროკურატურა, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტრო)
  • ორთაჭალის ქ. N2–6 (ლუწები), N1–5 (კენტები)
  • გულუას ქ. N10 (შსს)
  • გიორგი გურამიშვილის ქუჩა

GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვას წინასწარ მოემზადონ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  „32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები