თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა — შენი თბილისი

თბილისში 32 000 მიუსაფარი ცხოველია — რატომ არის პრობლემა პატრონიანი ცხოველები?

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა 32 000-მდე აღწევს — ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის ძირითადი წყარო არა მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველები არიან, რადგან ხშირად არ სრულდება მოვლა-პატრონობის წესები, რაც განაპირობებს უკონტროლო გამრავლებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და განვლილ 1 თვეში ცხოველთა მეპატრონეების ცნობიერება საგრძნობლად არის ამაღლებული. მეორე მხრივ, ადგილზე მისულ ჩვენს თანამშრომლებს ხვდებათ მოცემულობა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოვლა-პატრონობის წესები არ არის დაცული, რაც ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმებთან შეუსაბამობას გულისხმობს. კერძოდ, ყველა მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი დაჩიპოს, გაუკეთოს ვაქცინაცია და შეუქმნას მინიმალური საცხოვრებელი პირობები, ასევე შესაძლებელია სტერილიზაციაზეც იყოს საუბარი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა შევამციროთ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუსაფარი ცხოველების გამრავლების წყარო პატრონიანი ცხოველებია. შესაბამისად, ის პროცედურები, რისი ჩატარების აუცილებლობის დანერგვაზეც ჩვენი სააგენტო მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კარდაკარ დავდივართ, ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში და ყველა მისამართს ვამოწმებთ, ვამყარებთ კომუნიკაციას, ვიღებთ მათგან ჯავშნებს, რაც ხსენებულ პროცედურათა ჩატარების პროცესს უფრო მეტად ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს ხდის. ბოლო კვლევის მიხედვით, ქალაქში 32 000-მდე მიუსაფარი ცხოველი გვყავს. ჩვენმა სააგენტომ, მაგალითად, გასულ წელს დაახლოებით 10 000-მდე სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია გააკეთა. ამის გარდა, ვიცით, რომ კერძო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაც ტარდება ასეთი ღონისძიებები. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო მასშტაბური ჩართულობა და მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში 32 000 მიუსაფარი ცხოველია — რატომ არის პრობლემა პატრონიანი ცხოველები?. 23 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-32-000-მიუსაფარი-ცხოვ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში 32 000 მიუსაფარი ცხოველია — რატომ არის პრობლემა პატრონიანი ცხოველები? [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-32-000-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network