საილუსტრაციო ფოტო

თბილისში 55 საზაფხულო ბაღი ამოქმედდება — როდის დაიწყება რეგისტრაცია

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

წელს თბილისში საზაფხულო ბაღების პროგრამა კვლავ ამოქმედდება. 55 საბავშვო ბაღი მთელი ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 20,000 აღსაზრდელს მოემსახურება.

რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში— რეგისტრაციის პროცესი წარიმართება მხოლოდ ელექტრონულად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge

საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვა შეეძლებათ:

  • თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ბავშვებს
  • მათ შორის ბაღის დამამთავრებელ ბავშვებს, რომლებიც სექტემბერში სკოლაში გადადიან

ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, რათა სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ოჯახებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პროექტს თბილისის მერია აფინანსებს და მისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია გამოყოფილი 2025 წლის ბიუჯეტიდან.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *