საილუსტრაციო ფოტო

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაზსადენის დაზიანების გამო ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა.

ენერგოკომპანია აღნიშნავს, რომ გაზის მიწოდება დღეს საღამოს 10:00 საათამდე ეტაპობრივად აღდგება.

,,დღეს, 25 მარტს, 11:00 საათზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო – ისნის, ნავთლუღის, მეტრომშენისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაზის მიწოდება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *