კლიმატური პირობების გამო, ზაფხულში Air Balloon Tbilisi-ს დატვირთვაზ შემცირდა. კომპანიის დირექტორი, მეა კაპანაძე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ გასული წლის ზაფხულთან შედარებით, წელს კომპანიამ 30%-იანი სხვაობა დააფიქსირა.
მისივე თქმით, მიუხედავად არასახარბიელო ამინდებისა, კომპანიამ გამოწვევები შესაძლებლობად აქცია: „გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სიტუაციები სრულიად მართვადია და თითოეული მათგანი მოტივაციის ახალი წყარო გახდა. შედეგად, გაიზარდა საჰაერო ბურთის მიმართ ინტერესი არა მხოლოდ როგორც ატრაქციის, არამედ როგორც ლოკაციის მიმართ, სადაც შეიძლება საინტერესო ცერემონიალის გამართვა“, – აღნიშნა კაპანაძემ.
მისი ინფორმაციით, მოთხოვნა განსაკუთრებით ღონისძიებების მიმართულებით გაიზარდა. სტუმრებმა საჰაერო ბურთი გამოიყენეს ისეთი განსაკუთრებული მომენტებისთვის, როგორიცაა ხელის თხოვნისა და ხელის მოწერის ცერემონიები, ასევე ბავშვის სქესის გასაგები ღონისძიებები და სხვა.
„სტანდარტული ფრენებისთვის სეზონი ნაკლებად მოგებიანი იყო, თუმცა ღონისძიებების კუთხით სტატისტიკა მზარდია. ვუმასპინძლეთ უცხოელებს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათგან უკუკავშირი გამორჩეული იყო იმით, რომ ათობით ინდივიდი და მცირე ჯგუფები სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა საჰაერო ბურთის თავგადასავალი გამოეცადათ.
ჩვენი სტატისტიკით, ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების დაახლოებით 20% ადგილობრივ მომხმარებლებზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი – საერთაშორისო ვიზიტორებზე“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
მეა კაპანაძე მიიჩნევს, რომ Air Balloon Tbilisi თავის უნიკალურობით ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და მომავალში სურვილი აქვთ ტურისტულ კომპანიებთან და გიდებთან უფრო მეტი თანამშრომლობის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია