თბილისში კუსტარული წარმოების საქმე აჩვენებს ფალსიფიცირებული პროდუქციის საფრთხეებს. ხარისხიანი საკვების მნიშვნელობა ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობისთვის.

კუსტარულად დამზადებული ყავა და საბავშვო ტკბილეული – თბილისში ორი პირი დააკავეს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე – გ. ა. და ფ. დ. დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ტკბილეულს და ყავას ამზადებდნენ, რასაც Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის შეფუთვით ყიდდნენ.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი Raffaello-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია ყავა Jacobs Monarch-ის და Carte Noire-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder Schokolade, Jacobs Monarch-ის და Raffaello-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც იყიდებოდა აღნიშნული პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”, — აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). კუსტარულად დამზადებული ყავა და საბავშვო ტკბილეული – თბილისში ორი პირი დააკავეს. 18 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/კუსტარულად-დამზადებული-ყ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. კუსტარულად დამზადებული ყავა და საბავშვო ტკბილეული – თბილისში ორი პირი დააკავეს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a7/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network