09:30 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის ჯარიმები ჩამოეწერება · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა თბილისის საკრებულოში — შენი თბილისი

მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა თბილისის საკრებულოში

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, მხარდაჭერით დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მრავალშვილიანი დედების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ორგანიზაცია „მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა“  წევრების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები თამარ მეფის სახელობის დარბაზში იყო წარმოდგენილი. გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ყურადღებით დაათვალიერეს გამოფენა, სადაც მშვენიერი აქსესუარები, გამოყენებითი ხელოვნება და დეკორატიული ნივთები იყო წარმოდგენილი.

„ჩვენ მომავალშიც აუცილებლად დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ  მრავალშვილიან დედებს, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობის განვითარებისა და უკეთ წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ორგანიზაცია, რომელიც სამ წელზე მეტია ფუნქციონირებს, 25,000-ზე მეტ მრავალშვილიანი დედას აერთიანებს. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *