საილუსტრაციო ფოტო

ნანი ბრეგვაძის კონცერტი თბილისში — ლეგენდა სცენაზე 22 ივნისს ბრუნდება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე თბილისში კონცერტით ბრუნდება — 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ის ღია სივრცეში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამორჩეული მუსიკალური საღამო გაიმართება.

კონცერტზე ნანისთან ერთად სცენაზე წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია — Kordz.
საღამოს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება „მთვარეო“-ს ახალი ვერსიის შესრულება, რომელიც ნანიმ და Kordz-მა ცოტა ხნის წინ პრემიერის სახით წარადგინეს. ამჯერად, კომპოზიციის ცოცხალ შესრულებას მსმენელი Open Air-ის შემდეგ პირველად კიდევ ერთხელ მოისმენს.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება კონცერტის ბილეთებზე.

🎫 ბილეთების შესაძენად და ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ ბმულს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. ცოტა ხნის წინ კი შედგა, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლის პრემიერა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *