შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგინახეთ, რა დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის დარბაზულ სახლებს

ნახეთ, რა დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის დარბაზულ სახლებს

ქართლ-კახეთი ცნობილია დარბაზული სახლებით, რომლებიც საინტერესოა როგორც არქიტექტურულად, ისე სოციალური დანიშნულებით. აქ მთავარი ელემენტი ხისგან გამოთლილი ორი დედაბოძია. დედაბოძზე ხშირად გამოსახავდნენ სხვადასხვა ორნამენტს: ფრინველებს, ჯვრებს, ყვავილებს, წრეებს, ვარსკვლავებს, მზესა და მთვარეს.

ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ კერა, დედაბოძი და გვირგვინი, რომელიც სახლის გადახურვას კრავდა, ოჯახის მთავარი სიწმინდეები იყო. ყველა რიტუალი სწორედ დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა. სახლში მოყვანილ პატარძალს კერას სამჯერ შემოატარებდნენ ხოლმე, დიასახლისი დალოცავდა, რაც ოჯახში მიღებას ნიშნავდა. ხალხი ფიქრობდა, რომ გარდაცვლილთა სულები სწორედ კერასთან იყრიდნენ თავს.

კერა საკრალური ადგილი იყო, სადაც ცეცხლი ჩაუქრობლად ენთო. მისი გამიზნულად ჩაქრობა, წყლის მისხმა ან ნაგვის ჩაყრა დანაშაულად მიიჩნეოდა და ტრადიციული სამართლითაც ისჯებოდა. სახლში მკაცრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. შესასვლელიდან მარცხენა მხარე მამაკაცებს ეკუთვნოდათ, მარჯვენა – ქალებს.

ქართლში გვხვდება, აგრეთვე, ხის ერდოიანი სახლები, ტრადიციული საცხოვრებელი ელემენტებით.

წყარო

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
READ  გიორგი ფხაკაძე – “ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია… სინოვაკით აცრილი ჩილე კარანტინზე იკეტება”
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები