ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებინუცუბიძის პირველ მიკრორაიონში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა

ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ, საცხოვრებელი უბნისთვის ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა.

პროექტი მოიცავს 3000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას, რომელიც სრულად მოეწყობა შესაბამისი ინვენტარით. მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, საბავშვო მოედანი, ფიტნეს ზონები და ატრაქციონები. პროექტის ფარგლებში ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე განათებისა და სარწყავი სისტემები, ხოლო ტერიტორია გამწვანდება ხე-მცენარეებით.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნენ.

„ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. გვინდა, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 3 000 კვ. მეტრია, სრულად მოვაწესრიგოთ. პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, ტერიტორია გამწვანდება, ბავშვებისთვის მოეწყობა ატრაქციონები, ასევე, გამოიყოფა სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი სისტემები. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომლის ღირებულება 960 000 ლარია.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბემდე" ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები