ოთხშაბათი, დეკემბერი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიოქტომბერში თბილისში ბინების გაყიდვები 9%-ით გაიზარდა, ბათუმში - 14%-ით - რა ტენდენციებია...

ოქტომბერში თბილისში ბინების გაყიდვები 9%-ით გაიზარდა, ბათუმში – 14%-ით – რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?

შემოდგომიდან უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურება ფიქსირდება. Colliers Georgia-ს მონაცემებით, ოქტომბერში თბილისში 4,178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შედარებით მცირე, დაახლოებით 2%-იანი ზრდა ფიქსირდება დედაქალაქში 10 თვეში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში. ზაფხულის შემდეგ გააქტიურებულ მოთხოვნაზე საუბრობენ უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რეალიზაციის ზრდა მათ შორის დეველოპერების მხრიდან გააქტიურებულ შიდა განვადებებს უკავშირდება. რაც შეეხება ბათუმის ბაზარს, აქ 10 თვეში ჯამური ტრანზაქციების უფრო მაღალი, დაახლოებით 14%-იანი ზრდა ფიქსირდება. რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე და ნაბიჯებს ელოდება უძრავი ქონების სექტორი ეროვნული ბანკისგან იპოთეკური დაკრედიტების გამარტივების ნაწილში.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები