ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიინტერვიუ“ჟურნალისტის მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას…” – ჟურნალისტ სალომე გოგოხიას...

“ჟურნალისტის მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას…” – ჟურნალისტ სალომე გოგოხიას შთამბეჭდავი პროფესიული ისტორია

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომელიც შთამბეჭდავ და მრავალწლიან პროფესიულ ისტორიას გვიამბობს:

–  სალომე, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… როგორც ვიცი, ტელევიზიამდე იყო ბეჭდური მედია … გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

– მეორე კურსზე ვიყავი, როცა პრესაში მუშაობა დავიწყე. პირველი სამსახური იყო ყოველკვირეული ჟურნალი “რეიტინგი”, მეგობართან ერთად მივედი. ყოველგვარი რეკომენდაციების და პროტეჟეების გარეშე. რედაქციაში დავრეკე და ვუთხარი, ინტერვიუ გვაქვს ინგა გრიგოლიასთან, თუ დაბეჭდავთ- მეთქი . (რეალურად სხვა ჟურნალისთვის ჩავწერეთ მაშინ ეს ინტერვიუ, მაგრამ მოულოდნელად დაიხურა ის გამოცემა, მე კი მინდოდა ინტვერვიუ დაბეჭდილიყო და გზების მოძებნა დავიწყე. რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს დავურეკე, მხოლოს “რეიტინგის” რედაქცია დაინტერესდა ჩვენით. მივედით გასაუბრებაზე. მართალია ინტერვიუ  არ დაბეჭდეს, მაგრამ მუშაობა შემოგვთავაზეს. ასე დაიწყო ჩემი პროფესიაში შესვლა და ახლა რომ გადავხედე, რამხელა დრო გასულა უკვე – 20 წელი…
ვმუშაობდი ისეთ სერიოზულ და ცნობილ გამოცემებში როგორიცაა “რეზონანსი”, “პალიტრა”, “24 საათი” და სხვები… ვრცელია ჩემი სამსახურების ჩამონათვალი. მადლობა ყველა რედაქტორს, ვინც დიდი როლი ითამაშა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებასა და გაზრდაში.

საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
–  ზოგადად, გამომძიებლობა მინდოდა, პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამაჩემმა ხელი შემიშალა. თავად 30 წელი მუშაობდა ამ სტრუქტურაში, რთული სფეროა, ურთულესი, შვილი ვერ გაიმეტა, როგორც ჩანს…

ამ პროფესიის არჩევაში ბიძამ, დედის ძმამ, ითამაშა მისდაუნებურად გარკვეული როლი, ფრიდონ დოჩიას ძველი ჟურნალისტები კარგად იცნობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჩვენს ოჯახებს ერთად ცხოვრება მოუწია. 90-იან წლებში  ბიძა გაზეთ “ალიაში” მუშაობდა, შინ მოჰქონდა სამუშაო მასალა, დიქტოფონიდან “შიფრავდა” ( როგორც ჟურნალისტები ვუწოდებთ), წერდა შუაღამემდე. ასევე, მოჰქონდა პრესა, რომელსაც მუდმივად ვკითხულობდი. თუმცა, არც ბიძამ დაუჭირა მხარი ჩემს ჟურნალისტობას 🙂 საბოლოოდ, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემით, დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს მიზანს თავად აღწევ, სხვისი დახმარების გარეშე, შენი შრომით. ასე ვითარდები, როგორც პიროვნება და საქმის პროფესიონალი.

READ  თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი — რა მიმართულებებით დაიხარჯება 2.1 მლრდ ლარი

–  ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას. ჟურნალისტი მამაციც უნდა იყოს, გაბედული. იმაზე, რომ ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქო, საუბარი აღარ მაქვს…

– სალომე, როგორია, იყო დედა და ჟურნალისტი? საკუთარი გამოცდილებაც მკარნახობს თქვენს პასუხს, თუმცა საინტერესოა, მკითხველმაც გაიგოს, რა სირთულეები სდევს თან ჩვენს პროფესიას, მითუმეტეს ქალისთვის…

– ეს  მხოლოდ ჟურნალისტმა დედებმა ვიცით, რაოდენ რთულია, ძალიან. ხშირად მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა, იმდენ დროს მართმევს ჩემი პროფესია, რომელიც  ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაგრამ ამავდროულად დედობა მაძლევს უდიდეს ძალას. დედობა ისეთია, შეუძლებელს შეგაძლებინებს. ორი შვილი მყავს – 14 და 1,7 წლის არიან… აბსოლუტურად განსხვავებული ყურადღება სჭირდებათ.

უფროსს ხშირად დავატარებდი რედაქციაში, სადაც ვმუშაობდი. პატარა როცა იყო,  იმის გამო, რომ მასთან ვყოფილიყავი, ერთი პერიოდი შინიდანაც ვმუშაობდი, მაგრამ  ესეც რთული იყო. ხარ და არც ხარ ამ დროს ბავშვთან. ყველაზე რთული პროფესია მაინც დედობაა. ამიტომ ქედს ვიხრი იმ ქალების წინაშე, რომლებიც შვილებს ზრდიან და მთელ დროს მათ უთმობენ.  ეს არის აუნაზღაურებელი და შეუფასებელი შრომა. დედაჩემმა თავის დროზე სამსახური მიატოვა და მთელი დრო ჩვენ – შვილებს დაგვითმო. თუმცა, გულის სიღრმეში სულ მინდოდა, რომ დედას ემუშავა. პრაქტიკულად, უარი თქვა თავის ცხოვრებაზე. მადლობა მას ამისთვის. ბევრჯერ მიფიქრია, მე ასე მოვიქცეოდი თუ არა… არ ვიცი…

დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– მგონი ყველაზე რთული ბოლო კითხვაა 🙂 არ ვიცი, როდემდე ვიქნები ამ პროფესიაში, მაგრამ სადამდეც ვარ, ჩემს თავს ვუსურვებ, არასდროს მეღალატოს სიმართლისთვის, ყოველთვის დამეცვას ადამიანის უფლებები. როგორც ახლა არ მრცხვენია უკან მოხედვის, ვისურვებ, რომ წლების შემდეგაც ასე იყოს. და კიდევ, ისე არ მინდა წავიდე ამ პროფესიიდან , რომ ჩემი კუთხიდან არ გავაშუქო მოვლენები. ჩემი აფხაზეთიდან, ჩემი გალიდან , რომელიც რუსების მიერ  30 წელია ოკუპორებულია და  ვერ შევდივართ.

READ  ლიბრეს აქცია – 60%-მდე ფასდაკლება და 1+1 შეთავაზება 13 ნოემბრამდე!

მინდა, ბევრი რეპორტაჟები შემოგთავაზოთ ჩემი ულამაზესი კუთხიდან, სადაც 8 წლამდე ვიცხოვრე. მინდა ჩემს შვილებს გავაცნო, ვაჩვენო ის ადგილები, სადაც ვცხოვრობდი და რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბებს ვყვები, ჩვენი, ომს გადარჩენილი ალბომიდან შემორჩენილი შავ-თეთრ ფოტოებით ვცდილობ, ვაჩვენო როგორ ვცხოვრობდით ომამდე…

ავტორი: თათია გოჩაძე 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე

რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე

მარტი 31, 2025
„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
ევროვიზია და საქართველო – ვინ იყო საუკეთესო? ყველა წარმომადგენლის სია

ევროვიზია და საქართველო – ვინ იყო საუკეთესო? ყველა წარმომადგენლის სია

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები