ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებირას წერს Tbilisi Outlet Village პროექტის მომავალზე — ოფიციალური პასუხი

რას წერს Tbilisi Outlet Village პროექტის მომავალზე — ოფიციალური პასუხი

“თბილისი აუთლეტ ვილიჯი” რომელიც რეგიონში ახალი სავაჭრო სტანდარტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, ტექნიკური გახსნის იდეაზე უარს აცხადებს და სრულად გრანდიოზულ გახსნაზე ფოკუსირდება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდაპირველი იდეა არ ყოფილა უბრალოდ მორიგი სავაჭრო ცენტრის ან მაღაზიების გახსნა. მიზანი იყო მიმზიდველი, სრულიად გამორჩეული, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების დანიშნულების ადგილის შექმნა, რომელიც გახსნის დღიდანვე ახალ სტანდარტს შექმნის რეგიონში.

“შევხვდებით სექტემბერში გრანდიოზულ გახსნაზე!

როგორც იცით, ჩვენ განვიხილავდით ტექნიკური გახსნის იდეას, თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად ვკონცენტრირდეთ გრანდიოზულ გახსნაზე სექტემბერში.

ჩვენი იდეა თავიდანვე იყო არა უბრალოდ მორიგი სავაჭრო ცენტრის ან მაღაზიების გახსნა, არამედ მიმზიდველი, სრულიად გამორჩეული, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების დანიშნულების ადგილის შექმნა – ადგილი, რომელიც გახსნის დღიდანვე შექმნის ახალ სტანდარტს რეგიონში. ტექნიკური გახსნა კი ვერ ასახავდა ამ ხედვას და ვერც თქვენს მოლოდინს გაამართლებდა.

სექტემბრის გრანდიოზულ გახსნაზე ფოკუსირება საშუალებას მოგვცემს, გახსნის დღიდანვე კიდევ უფრო მეტი სერვისით დაგხვდეთ და შოპინგის დაუვიწყარი გამოცდილება შეგიქმნათ.

გვჯერა, რომ თქვენი პირველი ვიზიტი უნდა იყოს აბსოლუტურად სანახაობრივი, სრული და არა ნაწილობრივი.

ჩვენ ვქმნით დანიშნულების ადგილს, რომელიც ნამდვილად ღირს ლოდინად”, – წერია განცხადებაში.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში East vs West 16 ჩატარდა — მსოფლიო დონის მკლავჭიდელების დაპირისპირება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები