პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგირა არის მდგრადი დიზაინი და როგორ დავნერგოთ მდგრადი პრაქტიკა ინტერიერის დიზაინში

რა არის მდგრადი დიზაინი და როგორ დავნერგოთ მდგრადი პრაქტიკა ინტერიერის დიზაინში

მდგრადი დიზაინი არის მიდგომა, რომელიც  ცდილობს შეამციროს უარყოფითი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, გარემოსა და შენობის მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე. 

მდგრადი დიზაინის ძირითადი მიზნებია:

  1. ნარჩენების შემცირება
  2. ჯანსაღი, პროდუქტიული გარემოს შექმნა
  3. არაგანახლებადი რესურსების მოხმარების შემცირება

ვნახოთ, როგორ შეიძლება დავნერგოთ მდგრადი პრაქტიკა ინტერიერის დიზაინში:

  • ენერგოეფექტური დიზაინი.

შენობები დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე. იმისთვის, რომ შევამციროთ ენერგიის მოხმარება, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: 

ვინაიდან შენობის სითბოს უმეტესი ნაწილი გადის ფანჯრებიდან, ეს უკანასკნელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და უზრუნველყოს კარგი თბოიზოლაცია. ხალიჩები შესანიშნავი თბოიზოლატორებია და შეუძლიათ შეინარჩუნონ ოთახის სითბოს 10%. სწორი ფერების შერჩევაც დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვაში, მაგალითად, ღია ფერები ირეკლავს მეტ სინათლეს, ხოლო მუქი კედლებისა და ავეჯის მქონე ოთახებს მეტი ხელოვნური განათება სჭირდება. 

  • ნარჩენების შემცირება.

პლანეტის შეზღუდული რესურსები ღირებულია, ამიტომ მოდიდან გადასული პროდუქტების გადაგდება და მათი ტრენდული ნივთებით ჩანაცვლება აღარ არის გამართლებული. არსებობს უამრავი კრეატიული გზა, რითაც შესაძლებელია მოძველებული, თუმცა ფუნქციური ნივთების გადამუშავება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. 

  • გამძლე მასალები.

დიზაინის დაგეგმვისას ნებისმიერი მასალის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაითვალისწინოთ, რომ თავიდან იქნას არიდებული მათი ხშირი გამოცვლა. ინვესტიცია ჩადეთ ისეთ მასალებში, რომელიც არის მყარი, გამძლე და ადვილად გასაწმენდი, მაგალითად ხე და ბუნებრივი ქვები. ინტერიერის შექმნისას მთავარი უნდა იყოს არა დროებითი, არამედ მუდმივი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც ათეულობით წლებს გაუძლებს და მაინც ფუნქციური და ერგონომიული იქნება.

  • ეკოსისტემის ჯანსაღი დიზაინი.

ჯანსაღ ინტერიერის დიზაინს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, გათბობა, ვენტილაცია, განათება და აკუსტიკა. შიდა ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი არის მავნე ქიმიკატებით დამუშავებული ავეჯი ან ტექნიკა, რომელიც ჰაერში სახიფათო ტოქსინებს გამოყოფს.

მცენარეები შესანიშნავი წყაროა ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად, რადგან მოქმედებენ, როგორც ჰაერის ბუნებრივი ფილტრები. ხალიჩები ასევე შესანიშნავი ხმის იზოლატორებია, რომელიც ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას ხმის ვიბრაციების შთანთქმით, რაც შესანიშნავია შენობის მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის.

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები