რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს – თბილისში ჩამოსული UFC-ის ჩემპიონი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მან ამერიკის პრეზიდენტთან საუბარში საქართველო ახსენა და მისი ქვეყნის პატივისცემა დაადასტურა.
,,რამდენიმე სიტყვა ვუთარი ტრამპს. დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მცირე საუბარი იყო, ვახსენე ჩემი ქვეყანა… მან მითხრა, რომ ჩემი ბრძოლა მოეწონა”, – თქვა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისში რამდენიმე წუთის წინ “ემემეის” ბლოგერ ნინა დრამასთან ერთად ჩამოფრინდა.
ცნობისთის, მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო’მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი.
8 ივნისს ნიუარკში (ნიუ-ჯერსი, აშშ) გამართულ შეჯიბრებას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია