სამზარეულო სახლის გულია. აქ ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად, მის ინტერიერზე ზრუნვა სწრაფად უნდა დავიწყოთ. თუ 15-20 წლის წინ შექმნილი დიზაინი მოგწონთ, რეტრო სტილი სპეციალურად თქვენთვისაა განკუთვნილი. ინტერიერის ეს სტილი სახლის ნებისმიერ ოთახს შეესაბამება, სამზარეულოც გამონაკლისი არაა, მითუმეტეს, რომ რეტროს სტილის იდეები მრავალმხრივია.
რეტრო სტილის დეტალების დამატება არ ნიშნავს იმას, რომ სივრცე ძველმოდური ან დაძველებული იქნება. პირიქით… ასევე ეს სტილი არც ფუფუნებას ითხოვს და არც უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებას. აი, რა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: რადგანაც შპალერი ოთახში დიდ სივრცეს იკავებს, რეტრო ატმოსფეროს შესაქმნელად, გეომეტრიული პატერნი უნდა შეარჩიოთ. ასევე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კედელი დაფაროთ მსგავსი შპალერით და თქვენი სამზარეულო უფრო ექსტრავაგანტული გახდება.
ჭურჭლის შესალაგებელი კარადა ამ ოთახის განუყოფელი ნაწილია. ასევე შეგიძლიათ მთელი კარადა ღია ფრად შეღებოთ, ხოლო უჯრები თეთრად დატოვოთ. ამით საინტერესო კონტრასტს შექმნით. რეტრო სტილის გათვალისწინებით, ისინი შეგიძლიათ შემდეგი ფერებით შეღებოთ: მუქი მწვანე, მოცისფრო-მომწვანო, ყვითელი. ამ სტილისთვის კი ყველაზე დამახასიათებელი ფერი ცისფერია. მისი სხვადასხვა ჩრდილი განსაკუთრებით უხდება სკამებსა და მაგიდებს. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ თეთრი და ყვითელი ფერის კომბინაციით, მას ვინტაჟურ იერსაც შესძენთ და ვიზუალურად გააფართოებთ კიდეც. ვინტაჟური სამზარეულოსთვის ფილები კარგი გადაწყვეტილებაა. თეთრი ქვის ფორმის ფილები რეტრო სტილთან ასოცირდება, პლუს, ეს უკანასკნელი სივრცეს ვიზუალურად გაზრდის და სინათლეს დაამატებს, ასევე პატარა სარკეების ფუნქცია ექნება.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://creo.ge/ka/blog/rogor-unda-shevkmnat-retros-stili-samzareulos-interieris-dizainshi
მასალის გამოყენების პირობები