საილუსტრაციო ფოტო

რუსთავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

დღეიდან, რუსთავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, მარშრუტი 50%-ით ბასლაინზე იქნება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სტუდენტების გადაადგილებას.

ასევე, მერიაში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი მარშრუტის დანიშვნა, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურამდე მიიყვანს რუსთაველებს. შედეგად, რუსთავიდან თბილისისკენ მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთი სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებს.

მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საბარათე სისტემით – „რუსთავი ქარდით“, ასევე „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებით. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, ხოლო შშმ პირებისთვის მგზავრობა უფასოა.

 

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *