საილუსტრაციო ფოტო

სალმონელა და კრიტიკული დარღვევები თბილისის საშაურმეში — კიდევ ერთი ობიექტი დაიხურა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში მდებარე საშაურმე „სთრით ფუდ 125“-ში (მისამართი: მტკვრის ქუჩა N1) სალმონელა აღმოაჩინეს. ინფექციური მიკროორგანიზმის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურდა ყველა აღებულ ნიმუშში.

შემოწმება სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა და პროცედურის ფარგლებში აიღო 5 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. როგორც გაირკვა, ყველა მათგანში დაფიქსირდა სალმონელას ბაქტერია — ჯანმრთელობისთვის საშიში პათოგენური მიკროორგანიზმი.

არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ობიექტში ასევე კრიტიკული შეუსაბამობებიც გამოვლინდა, რის საფუძველზეც „სთრით ფუდ 125“ დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდა — შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

მიკვლევადობის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ხორცის მომწოდებელი კომპანია, რომელიც საშაურმეს ამარაგებდა. ამ ეტაპზე უკვე აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, ხოლო მათი ლაბორატორიული შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ კვების ობიექტების სისუფთავესა და სანიტარიულ პირობებს, ხოლო დარღვევების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელი ხაზს – 15 10.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *