„საქართველოს რკინიგზა“ უამინდობის გამო 3 მარტიდან რამდენიმე რეისს აუქმებს, თუმცა ზოგიერთი მიმართულება აღდგება. კომპანია მომხმარებლებს მუდმივად ატყობინებს ცვლილებების შესახებ და მოუწოდებს მათ შეამოწმონ მიმდინარე რეისების სტატუსი.
3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები:
- №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
- №6355/6356 ქუთაისი-რიონი;
- №6353/6354 ქუთაისი-რიონი;
- №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
- №686 თბილისი-ბორჯომი.
უამინდობის გამო 3 მარტს გაუქმდება შემდეგი რეისი:
- №685 ბორჯომი-თბილისი.
ასევე, 3-4 მარტს გაუქმდება:
- №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
- №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
- №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი.
„საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება და სრულად ანაზღაურდება გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური.
“კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები