12 ივლისს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთვრამეტე ცერემონია გაიმართება.
ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა, რომელიც საქართველოში ტარდება.
ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – ადამიანი ისტორია- Person-history და Bests of Georgia გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას.
ჯილდოს მფლობელები არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი. ასევე, ვატო კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე და სხვა;
წელს ღონისძიებაზე ჯილდო Person-History გადაეცემათ მარიკა კვალიაშვილს და თათული დოლიძეს.
მასალის გამოყენების პირობები