საილუსტრაციო ფოტო

საცალო ვაჭრობაში 20%-იანი კლებაა, მოსახლეობა ნაკლებს ხარჯავს – “თბილისი ცენტრალის” დირექტორი

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

“თბილისი ცენტრალში“ აცხადებენ, რომ საცალო ვაჭრობის მიმართულებით რეალიზაციის კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

როგორც სავაჭრო ობიექტის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი კლება ფიქსირდება. მისი თქმით, შეიმჩნევა, რომ მოსახლეობის ქცევა შეცვლილია და შედარებით ნაკლებს ხარჯავს.

ლევან ყარალაშვილის განცხადებითვე, ამ ფონზე საცალო ვაჭრობის სექტორში უკვე იმპორტის შემცირების ტენდენციაც შეინიშნება.

„ზოგადი ნეგატიური სიტუაცია, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მოქმედებს და არაერთხელ გაჟღერებულა, რომ თვითონ ქართველი მომხმარებლის ქცევაც კი არის შეცვლილი. როდესაც გაურკვევლობა და არასტაბილური მოლოდინებია, ელემენტარულად ნაკლებს ხარჯავს ხალხი. საცალო ვაჭრობაში დაახლოებით 20%-იანი კლება არის შარშანდელი წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალი ცოტა გაუმჯობესებაა, იმიტომ, რომ ჩვენ საშუალო სეზონში შევედით.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თუმცა ტურისტული ნაკადების კუთხითაც დიდ ძვრას ვერ ვხედავთ. ერთ-ერთი ძირითადი ბაზარი, როგორიც იყო ისრაელი, დღეს ესეც მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი არის. ამიტომ ამ ჭრილში დადებითი მოლოდინების ქონა დღეს საკმაოდ რთულია. საცალო ვაჭრობის ქსელები ცდილობენ, რომ ოპტიმიზაცია გაუკეთონ თავიანთ დანახარჯებს, შემცირებულია იმპორტის მოცულობაც. რეალურად დღეს ვართ, ასე ვთქვათ, ისევ არსებული სტატუსის შენარჩუნებაზე, რომ ამ შემცირებული გაყიდვების ფონზე არ მოუწიოს ბიზნესებს რაიმე უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *