სეიდაბადი — თბილისის უძველესი უბნის საიდუმლოებები — შენი თბილისი

სეიდაბადი — თბილისის უძველესი უბნის საიდუმლოებები

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის გულში, აბანოთუბნის ქვეშ, იმ ადგილზე, სადაც დღეს 300 არაგველის მონუმენტი დგას, საუკუნეების წინ მდებარეობდა უბანი, რომელსაც სეიდაბადი ერქვა. ეს სპარსული წარმომავლობის სახელი ნიშნავს „სეიდების დასახლებას“ — ვარაუდით, XVII საუკუნეში სპარსეთის შაჰმა აქ სწორედ სეიდების ტომი ჩასახლა. სახელწოდებას პირველად ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში ვხვდებით, რომელიც მიუთითებს, რომ აქ იყო აბანოები, თაბორის ციხე და სეიდების დასახლება, რის გამოც სპარსელები უბანს სეიდ-აბადს ეძახდნენ.

სეიდაბადი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სეიდაბადი თავდაპირველად „ტფილისად“ მოიხსენიებოდა. მემატიანე „ქართლის ცხოვრებაში“ წერს, რომ როდესაც სპარსეთის მეფე რუსთავიდან წამოვიდა, კალაისას ველზე დაბანაკდა, რადგან „ტფილისი და კალაიცა მაშინ მოოხრებული იყო“. აქ იგულისხმება ქალაქის ორი ნაწილი: საკუთრივ ტფილისი და გალავნით შემოზღუდული კალა. ისტორიის ფურცლებზე სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩაისახა თბილისი — ქალაქი, რომელიც დროთა განმავლობაში გაფართოვდა და მოიცვა კალა, ისანი და სხვა უბნები. XII საუკუნისთვის სეიდაბადი გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომლის ფრაგმენტიც დღემდეა შემორჩენილი არაგველთა ძეგლის მახლობლად.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

სეიდაბადი

მე–19 საუკუნემდე აბანოების მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად განაშენიანებული აღარ ყოფილა და ძირითადად ბაღებად გამოიყენებოდა. მხოლოდ საბჭოთა პერიოდში მიიპყრო ამ ადგილმა კვლავ განსაკუთრებული ყურადღება — გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებების გამო აქ აშენდა თანამედროვე სტანდარტების სააბაზანო კორპუსი (1937), ხოლო მოგვიანებით ბალნეოლოგიური კურორტის ახალი მაღლივი შენობა (1962).

ისტორიულმა სეიდაბადმა არაერთი სიმბოლური ძეგლიც შეიძინა. მათ შორისაა 300 არაგველის მონუმენტი (1959), მაჩაბლის დასისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი და ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის მიერ შესრულებული ნიკო ფიროსმანის ძეგლი, რომელიც 1975 წელს დაიდგა.

სეიდაბადი — ეს არის უბანი, სადაც თბილისმა პირველად ამოისუნთქა. ადგილი, სადაც ძველი და ახალი დრო ერთმანეთში იხლართება და რომელშიც თბილისის გენეტიკური მეხსიერება ცოცხლობს.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). სეიდაბადი — თბილისის უძველესი უბნის საიდუმლოებები. 19 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/სეიდაბადი-თბილისის-უძვ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. სეიდაბადი — თბილისის უძველესი უბნის საიდუმლოებები [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%95/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network