თბილისის უძრავი ქონების ბაზარში სამი უბანი გამოირჩევა ფასების მომავალი ზრდის პოტენციალით. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ორთაჭალა-კრწანისი და დიდი დიღომი არის ყველაზე პერსპექტიული ლოკაციები ინვესტიციისთვის.

სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა პიკს მიაღწია – Galt & Taggart

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

2025 წლის სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების
ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია, გაყიდული ბინების ჯამური ღირებულება კი $401 მილიონამდე გაიზარდა – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ანგარიშშია საუბარი.

პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 011 შეადგინა. შესაბამისად:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა და 2 119 შეადგინა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 12.6%-ით, 1 892-მდე გაიზარდა.

“პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ.

მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ ზრდა განაგრძო, რაც მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა. ამასთან, ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე”, – ვკითხულობთ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ანალიზში.

2025 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი, 899 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. სამეულში არიან ასევე საბურთალო (630 ბინა) და სამგორი (587 ბინა).

რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის სექტემბერში, უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და თვიურად 0.3% და 1.1%-ით გაიზარდა პირველად და მეორად ბაზრებზე, შესაბამისად.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სექტემბერი 2023 სექტემბერი 2024 სექტემბერი 2025
ფასი $/მ² $1 200 $1 303 $1 345

გაყიდული ბინების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი – მ²-ზე $2 971 მთაწმინდის რაიონში იყო, ყველაზე დაბალი კი – ვაშლიჯვარში, სადაც მ²-ზე ფასი $1 024 იყო.

რაც შეეხება მიწოდებას, სექტემბერში სამშენებლო ნებართვა 17 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 194 ათას მ²-ს აღემატება, რაც წლიურად 48%-იანი ზრდაა.

ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 8.1%-ით გაიზარდა, რაც Galt-ის ანალიზით მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა.

ჯამურად, საინვესტიციო ბანკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაყიდვები წლიურად 16.4%-ით გაიზარდა.

ამასთან, 9 თვეში თბილისში სულ 29 972 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა პიკს მიაღწია – Galt & Taggart [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network