პარასკევი, ივნისი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისპეცოპერაცია თბილისში — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული ნ.ს.;
  • წარსულში ნასამართლევი, 1996 წელს დაბადებული ვ.ს.;
  • 1975 წელს დაბადებული ო.ო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი ბრალდებულნი არიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციის მცდელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული მცენარის — კანაფის უკანონო მოყვანაში.

ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: მეფედრონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით არის კვალიფიცირებული, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  მსოფლიოს 8 ულამაზესი, დაკარგული ქალაქი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები