2024 წელს საბურთალოს რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა სპორტული მოედნების მოწყობა და რეაბილიტაცია. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით, რაიონში 13 მისამართზე სხვადასხვა სპორტული სივრცე მოეწყო.
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ახალი სივრცეები მოეწყო შემდეგ მისამართებზე:
1. თოფურიძის II გას. N2ა
2. პეკინის გამზ. N13
3. ბალანჩივაძეების ქ. N1
4. იოსელიანის ქ. N25
5. ტუსკიას ქ. N15-N17
6. დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონი, კორპ. N5
7. შარტავას ქ. N45ა-N45ბ
8. ანტონოვსკაიას ქ. N9
9. ტაშკენტის ქ. N10
10. არჩილ მეფის ქ. N7ა
11. კოსტავას ქ. N74
12. სოფ. დიღომი, ათონელის ქ. N23
რაიონის ბიუჯეტიდან მიმდინარე სამუშაოების დაფინანსებისთვის 1 307 027 ლარი გამოიყო. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეების დასვენებისა და აქტიური გართობისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას საბურთალოს ტერიტორიაზე.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები