შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებიტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შეიძლება იყოს გუ­ლის, ფილ­ტვე­ბის, საყლაპავის ან დი­დი კა­ლიბ­რის სისხლძარღვების...

ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შეიძლება იყოს გუ­ლის, ფილ­ტვე­ბის, საყლაპავის ან დი­დი კა­ლიბ­რის სისხლძარღვების და­ა­ვა­დე­ბის სიმპტომი

ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში
ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს გუ­ლის, ფილ­ტვე­ბის, საყ­ლა­პა­ვის ან დი­დი კა­ლიბ­რის სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მი. ტკი­ვი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მი­­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს (ი­რა­დი­ა­ცი­ა) – მუც­ლის ზე­და ნა­წი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქვე­და ყბამ­დე, მათ შო­რის ბე­ჭებ­სა და ზე­და კი­დუ­რებ­ში.
აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­პტო­მი პა­ცი­ენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა აღ­წე­როს რო­გორც ზე­წო­ლა, წვა, ჩხვლე­ტა.

მი­ზე­ზე­ბი
გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვილს ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. სი­ცოცხ­ლის­თვის სა­შიშ მი­ზე­ზებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა: გუ­ლის კუნ­თის ინ­ფარ­ქტი, აორ­ტის კედ­ლის გან­შრე­ვე­ბა, საყ­ლა­პა­ვის გას­კდო­მა, ფილ­ტვის ემ­ბო­ლი­ა, ფილ­ტვის კო­ლა­ფ­სით (ჩა­ფუშ­ვა) გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­თო­რაქ­სი.
სი­ცოცხ­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში მი­ზე­ზე­ბი­ა: გუ­ლის კუნ­თის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მო­მა­რა­გე­ბა სის­ხლით (ი­შე­­მი­ა), გუ­ლის პე­რან­გის ან­თე­ბა, (პე­­რი­კარ­დი­ტი), პნევ­მო­­­ნი­ა, კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვლის ან­თე­ბა (პან­კრე­ა­ტი­ტი) და ზო­­­გი­ერ­თი სა­ხის სიმ­სივ­ნე.
ტკი­ვი­ლის გა­მომ­წვევ, სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თო მი­ზე­ზებს ასე­ვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა: საყ­ლა­პა­ვის რე­ფ­ლუქ­სი, პეპ­ტი­კუ­რი წყლუ­ლი, ნე­კ­ნის ხრტი­ლის ან­თე­­ბა (კოს­ტო­ქონ­დრი­ტი), პლე­ვ­რის ან­თე­ბა (პლევ­რი­ტი), გულ­მკერ­დის კუ­ნ­­თე­ბის და­ჭიმ­ვა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.
ზოგ­ჯერ, მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის შე­კუმ­შვის დროს, მარ­ცხე­ნა წი­ნა­გულ­სა და პარ­კუჭს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მიტ­რა­ლუ­რი სარ­ქვე­ლი უკან იდ­რი­კე­ბა მა­რ­ცხე­ნა წი­ნა­გულ­ში. ამ პა­თო­ლო­გი­ას მიტ­რა­ლუ­რი სარ­ქვლის პრო­ლაფ­სი ეწო­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ხან­მოკ­ლე, ნემ­სის ჩხვლე­ტის მაგ­ვა­რი ტკი­ვი­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბის მი­ზე­ზი.

შე­ფა­სე­ბა
ზო­გი­ერ­თი სიმ­პტო­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ექიმს ეხ­მა­რე­ბა მი­სი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ში. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს მო­ჭე­რი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მცირ­დე­ბა მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლი­სას, გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.
მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას­თან, ძლი­ერ­დე­ბა და­წო­ლი­სას ან ღრმა სუნ­თქვი­სას, მცირ­დე­ბა წა­მოჯ­დო­მი­სას და წინ გა­დახ­რის დროს, პე­რი­კარ­დი­ტის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს. ღრმა ჩა­სუნ­თქვი­სას ტკი­ვი­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა პლევ­რი­ტით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.
უეც­რად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი კის­რის უკა­ნა მხა­რეს, ბე­ჭებ­ში, ზურ­გის ქვე­და ნა­წილ­ში ან მუ­ცელ­ში, შე­იძ­ლე­ბა აორ­ტის ანევ­რიზ­მის გან­შრე­ვე­ბით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
გულმ­კერ­დის სა­ში­ში და ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი ხში­რად ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი­ა. ამი­ტო­მაც, გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლის დროს, პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სიმ­პტო­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის ზუს­ტი გან­საზღ­ვრის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს გა­­მოკ­ვლე­ვე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­ა­ვადმ­ყო­ფო­ში ან გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ტა­რ­­დე­ბა.
კვლე­ვის მე­თო­დე­ბი შე­ირ­ჩე­ვა პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის შე­დე­გე­ბის, ასა­კის, ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის, სხვა სიმ­პტო­მე­ბი­სა და რის­კფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
კვლე­ვის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მეთო­დე­ბი­ა: ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია (ეკგ), გულ­­­მკე­რ­დის რენ­ტგე­ნოს­კო­პი­ა, ჟან­გბა­დის კონ­ცენ­­ტრა­ცი­ის გან­საზღ­ვრა ხე­ლის თით­ზე და­მა­გ­­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა მოწყ­ო­ბი­ლო­ბით (პულ­სოქ­სი­­მე­ტ­­რი­ა). მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტზე ეჭ­ვის შემ­­თხვე­ვა­ში, დი­აგ­ნო­ზის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ექი­­მი სი­ს­­­ხლში გუ­ლის კუნ­თის ფერ­მენ­ტებ­სა და ცი­­ლებს რამ­დე­ნ­­ჯერ­მე გან­საზღ­ვრავს. ფერ­მენ­­ტე­ბის შემ­ც­ვე­­ლო­ბის მა­­ღა­ლი დო­ნე გუ­ლის კუნ­­თის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. სტე­ნო­კარ­დი­ის დი­აგ­ნო­ზის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ტარ­დე­ბა სტრეს­-ტეს­ტი ფიზი­­კუ­რი დატ­ვირ­თვით.

გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები