თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს პროექტს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებას და ტყე-პარკის მოწყობას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი იწყება, რომელშიც გათვალისწინებულია ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილის მოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და 14 426 ნერგის დარგვა.
პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ადგილზე გაეცნენ. კალაძის განცხადებით, ხუდადოვის ტყის აღდგენა-რეკონსტრუქცია დაახლოებით 100 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს და მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სამუშაოს.
„პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია. ეს არის ძირითადი გზა, რომელიც კეთდება, გარდა ამისა, მოეწყობა ღამის განათება, დაირგვება ხე-მცენარეები, ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები. ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ხუდადოვის ტყეში იქნება დამატებით შექმნილი სივრცეები, როგორიცაა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო ზონა და ველო ბილიკები.
პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს და, როგორც დედაქალაქის მერიას აღნიშნავს, პროექტის სრული დასრულება 3-4 წელი დასჭირდება.
გარდა ტექნიკური მხარეების გათვალისწინებისა, პროექტი ითვალისწინებს გამწვანების და ეკოლოგიური ზონების დაცვას.
პროექტს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე.
პროექტი ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. გარდა გამწვანებისა და სპორტული მოედნების, ტყეში მოეწყობა სპეციალური გზები, რომლითაც მოქალაქეებს ნიადაგის და ბუნების მაქსიმალური დაცვის პირობებში, უსაფრთხოდ ექნებათ წვდომა ამ ბუნებრივ რესურსზე.
მომავალი წლის განმავლობაში იგეგმება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც ტყეში ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული, ხოლო საბოლოო სამუშაოები განხორციელდება რამდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას მისცემს პროექტს გაუწიოს უწყვეტი განვითარების პროცესი.
პროექტის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები