საილუსტრაციო ფოტო

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა და მიიმალა – შსს-მ თბილისში 1 პირი დააკავა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა და მიიმალა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.დ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დ.დ. ცხელ კვალზე დააკავეს ხოლო, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *