ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, თბილისს ეწვია. ინფანტინოს ვიზიტის მთავარი მიზეზი საქართველოს განაცხადია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სომხეთთან ერთად, ფეხბურთში 2029 წლის 20 წლამდელთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გააკეთა. ფიფას პრეზიდენტის განცხადებით, განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია და საქართველოზე დადებითად იმოქმედებს გასულ წელს საქართველოში ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წარმატებული ორგანიზება.
ინფანტინო ასევე, ფიფას წარმომადგენელ ლევან კობიაშვილთან ერთად, შეხვდა ადგილობრივ ხელმძღვანელებს და გაეცნო ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა საქართველოს პრემიერს და თბილისის მერს, შემდეგ კი თბილისი დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები