საილუსტრაციო ფოტო

ქარვასლა – ერთ-ერთი დიდი და პოპულარული სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი თბილისში

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

ქარვასლის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქარვასლა ერთ-ერთი დიდი და პოპულარული სავაჭრო და ბიზნეს ცენტრია თბილისში. ის ცოტნე დადიანის ქუჩის შვიდ ნომერში მდებარეობს. აქ განთავსებულია ისეთი ბრენდული მაღაზიები, როგორიცაა: ცორსო იტალია, ბატა, ჯეოქსი, ელ სი ვაიკიკი, ისი-პარი და სხვა. სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი ობიექტია კარფური, სადაც პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. ქარვასლაში ასევე განთავსებულია სტომატოლოგიური კლინიკა, სილამაზის სალონები, ბანკი, საკონფერენციო დარბაზები და კაფე. აქ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი გარდერობი, იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე, დაიქირავოთ საჭირო ტექნიკით აღჭურვილი დარბაზი ბიზნეს კონფერენციისთვის ან დატკბეთ გემრიელი კერძების დაგემოვნებით. ქარვასლა აერთიანებს ბიზნეს ცენტრსაც, რომელშიც 150 -მდე სხვადასხვა პროფილის მცირე და საშუალო კომპანიაა დაფუძნებული, როგორიცაა: ნიკორა თრეიდი, სითი ლაინი, გლობალ პრომ ჯორჯია, ფინანსური ოფისი და სხვა. სავაჭრო ცენტრს აქვს 300 მანქანაზე გათვლილი შიდა და გარე პარკინგი, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებლებს. ქარვასლაში მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი გარემო და კარგი მომსახურება დაგხვდებათ.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *