Air Astana-ს ახალი ფრენები ათირაუ-თბილისის მიმართულებით ბევრ მითს ქმნის. გავარკვიოთ რეალობა პოპულარული შეცდომების უკან.

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ რეისს იწყებს – ატირაუ-თბილისი-ატირაუ. ახალი მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში სამჯერ იფრენს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Air Astana — ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, ზაფხულის სეზონზე, ალმათიდან თბილისის მიმართულებით 9 სიხშირით ფრენებს დაასრულებს. თითოეულ ოთხშაბათსა და შაბათს თბილისი-ალმათი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია ორ ფრენას შეასრულებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ივნისიდან ავიაკომპანია განაახლებს სეზონურ ფრენებს ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამჯერ. ივლისი-აგვისტოში კი, ფრენების სიხშირე კვირაში 5-მდე გაიზრდება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

Air Astana ასევე განაახლებს ფრენებს თბილისი-ასტანას შორის, რაც კვირაში სამჯერ იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, FlyArystan – Air Astana-ს შვილობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, უზრუნველყოფს ფრენებს 5 სხვადასხვა მიმართულებით ყაზახეთიდან. ზაფხულის სეზონზე რეისების სიხშირე კვირაში 10-დან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan უშუალოდ რეისებს ქუთაისიდან ასტანაში, ალმათში, ატირაუში, აქტაუში** და შიმკენტში ახორციელებს.

2024 წელს, ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე 3.9%-ს შეადგენდა. გასულ წელს კი, ყაზახეთიდან საქართველოში 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ. 13 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/ყაზახური-ავიაკომპანია-air-astana-27/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-air-astana-27/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network