ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ჩემი ბავშვობის სახლში, კავსაძეზე, როიალთან და გიტარასთან ერთად ცხოვრების აკადემია ისწავლებოდა“ -...

„ჩემი ბავშვობის სახლში, კავსაძეზე, როიალთან და გიტარასთან ერთად ცხოვრების აკადემია ისწავლებოდა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან

„შენი ინტერიერი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომელიც ჩვენთან საუბრისას იხსენებს ბავშვობის სახლს, სადაც მის მამას, ოთარ რამიშვილს მუსიკალური სკოლა/სტუდია ჰქონდა გახსნილი და თაობებს ზრდიდა… მიხეილ რამიშვილს თავადაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და საუკეთესო ალტისტია… მისი მეუღლე ცნობილი მევიოლინეა, ქალიშვილი ლიზა რამიშვილი კი –  მსოფლიოში სახელგანთქმული ჩელისტი… მეორე შვილი, ლუკა რამიშვილი კი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ფარიკაობაში და ოჯახურ ტრადიციასაც არ არღვევს – გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს ისე, რომ როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ნოტებიც არ იცის… ასე რომ, რამიშვილების სახლში ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი მუსიკალური ინსტრუმენტია…

– გიამბობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლზე, რომელიც ბაბუაჩემმა და მისმა ძმამ, აკადემიკოსმა და ცნობილმა მევენახემ მაქსიმე რამიშვილმა ააშენეს. ამ სახლში ვცხოვრობდით რამიშვილები და იყო ძალიან დიდი. ისეთი კომფორტული განლაგება ჰქონდა, დღემდე მახსოვს… სახლში იყო გაერთიანებული უდიდესი სივრცის ოთახი, სადაც დიდი სტუმრიანობა გვქონდა. ასევე დიდი სამზარეულო, სადაც ვიღებდით სტუმრებს და იწყებოდა 24-საათიანი ქეიფი…
მამაჩემს ამ სახლში ჰქონდა პატარა მუსიკალური სკოლა/სტუდია, სადაც თაოებები გაიზარდნენ და მეც ვმონაწილეობდი მოწაფეების აღზრდაში.
ყველაზე კარგად რაც მახსოვს – ისეთი მაღალჭერიანი სახლი გვქონდა და ოთახებს ისეთი განლაგება ჰქონდა, რომ სიმყუდროვის შეგრძნება ყველა კუთხეში იგრძნობოდა.
როცა წამოვიზარდეთ და ინტერიერის შეცვლა გადავწყვიტეთ, ერთ რამეს მივხვდით – ისეთი კარგი გაკეთებული იყო, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს შეცვლას. ერთადერთი დეტალი შევცვალეთ. ჩვენს სახლს ქუჩის მხარეს ჰქონდა მხოლოდ აივანი და ჩვენ ეზოს მხარესაც გავაკეთეთ… იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჩვენი სახლის საქეიფო ოთახს კიდევ 35კვ/მ ფართის აივანი დაემატა.

ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა და ეს იყო ოთარ რამიშვილის აივნიდან დანახული “თუთის ხესთან მდგომი გოგო”…

არასდროს ჩვენს სახლს დარაბები არ ჰქონია და ძალიან სასიამოვნო, სტუმართმოყვარე, ღია ატმოსფერო სუფევდა… მახსოვს, ჩემი ან მამას დაბადების დღე რომ იყო, დაახლოებით 150 ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ამ ოთახში იდგა როიალი და იქ მხოლოდ ქეიფი და სმა კი არა, ცხივრების აკადემია ისწავლებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს სახლი გავყიდეთ და ჩვენ, ძმები, ცალ-ცალკე დავსახლდით. თუმცა იმ სახლზე, კავსაძის ქუჩაზე, არის მემორიალური დაფა მამაჩემის, ოთარ რამიშვილის შესახებ… “ამ სახლში ცხოვრობდა ოთარ “კვაჭიჭო” რამიშვილი”…

– ბატონო მიხეილ, როიალი ახსენეთ და გკითხავთ – ალბათ, თქვენი სახლის ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი იქნებოდა არაერთი მუსიკალური ინსტრუმენტი…

– ჩემი უფროსი ძმა თბილისის კონსერვატორიის ჯაზის კათედრის დეკანია და ბავშვობიდან ფორტეპიანოს ხმა მესმოდა. შოპენი, შტრაუსი იავნანასავით ჩამესმოდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, გიტარა, რადგან მამაჩემი გიტარაზე უკრავდა და მათი ერთობლივი შესრულებაც მომისმენია. მე კი ბავშვობაში მევიოლინეს რომ დავინახავდი, ავიღებდი ღომის საზელ ჯოხებს და ერთმანეთზე ვუხახუნებდი. ამიტომ ნიჭიერთა ათწლედში ვიოლინოზე შემიყვანეს. შემდეგ კი კონსერვატორია დავამთავრე და ერთ-ერთი საუკეთესო ალტისტი ვიყავი (ალტი ცოტა დიდი ზომის ვიოლინოა). ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ პროფესია შევიცვალე. თუმცა ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მუსიკალური მიმართულებით დიდ სიურპრიზს ვუმზადებ საზოგადოებას.

თქვენი ძმების და მამის მუსიკალურ ცხოვრებაზე საუბრობთ და აქვე მინდა ისაუბროთ თქვენს ქალიშვილზე – ლიზა რამიშვილზე, რომელიც ჩელოს ვირტუოზია და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი… ალბათ, ჩელოსაც განსაკუთრებული ადგილი აქვს თქვენს სახლში …
– ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა, კლასიკა ისმოდა… ჩემი მეუღლე მევიოლინეა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში მოღვაწეობს. მეც ალტისტი…

აქეთ გიტარა, იქით როიალი და ერთი ინსტრუმენტის დამატება გვინდოდა კვარტეტის შექმნისთვის. ამიტომ როცა ლიზა წამოიზარდა, გადავწყვიტეთ, ჩელოზე შესულიყო…

როცა პირველად მამამ მოისმინა, ასეთი რამ მითხრა – დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი იქნება, ყველა რამიშვილს გვაჯობებსო.

ლიზა პირველი ქართველია, რომელმაც აიღო გრანპრი – “ოქროს მაკნატუნა“.  სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მიიწვიეს „კრონბერგის აკადემიაში“ და 15 წლის ასაკში წავიდა გერმანიაში. იქიდან ჩაირიცხა ჟენევის კინსერვატორიაში და იმ პერიოდში მოუვიდა ორი მიწვევა ისრაელიდან და ესპანეთიდან. მან გადაწყვიტა დედოფალი სოფიას სახელობის უმაღლესი მუსიკალური აკადემია. გამონაკლისის სახით, უგამოცდოდ მიიღეს მადრიდის უმაღლეს მუსიკალურ ამ აკადემიაში, რომელიც მსოფლიოს ხუთეულში შედის. ლიზას კონცერტები ჰქონდა “კარნეგი ჰოლში” და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. თუმცა, გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსულიყო.  საქართველოდან  გასტროლებს მართავს სხვა ქვეყნებში. მისი პრინცია: “სადაც ვშობილვარ- გავზრდილვარ…” და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზება აქვს სხვა ქვეყნებიდან, საქართველოს არ ტოვებს..


არც მიკვირს… ეს იმიტომ, რომ თქვენი შვილი და ოთარ რამიშვილის შვილიშვილია. მეორე შვილზეც გვიამბეთ, ლუკა რამიშვილზე…

– რამდენჯერაც გადავწყვიტე, ლუკასთვის გიტარაზე დაკვრა მესწავლებინა, დიდად არ ინდომებდა. მეც დაკავებული ვიყავი სამსახურის გამო… ერთხელაც შევდივარ სახლში და ისეთი ხმა ისმის, ვიფიქრე, ბავშვს კომპიუტერი აქვს ჩართული-მეთქი. ოთახში შევედი და ვხედავ, ლუკა გიატარაზე ესპანურ ძალიან რთულ ჟანრ “ფლამენგოს” უკრავს. შოკირებული დავრჩი. შვილო, “ფლამენგოს” წლები სწავლობენ და 4 თვეში როგორ მოახერხე მეთქი?! ზის და უკრავს ნებისმიერ სტილს, ამ დროს ნოტებიც არ იცის, მაგრამ სმენით აქვს დაჭერილი. მოკლედ, “ფლამენგოსაც” უბერავს, ბაბუამისის და ჩემს სიმღერებსაც ხოშიანად მღერის, უკრავს კიდეც გიტარაზე… ფარიკაობს და რამდენიმე გზის ჩემპიონია საქართველოსი ფარიკაობაში.

– ბატონო მიხეილ, მადლობა ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის!

ავტორი –  თათია გოჩაძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები