ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized"ცხოვრება უნდა გავაფერადო, ჩემი პროფესია სწორედ ამაში მეხმარება” - ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერიერის...

“ცხოვრება უნდა გავაფერადო, ჩემი პროფესია სწორედ ამაში მეხმარება” – ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ლელი შევჩენკოსთან

ავტორი:ლიზი გრიგოლავა

sheniinterieri.ge გთავაზობთ ინტერვიუს ინტერიერის დიზაინერ ლელი შევჩენკოსთან, რომელიც საკუთარ პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულია და ამით დიდ სიამოვნებას იღებს.

-მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ცხოვრებისა და პროფესიის შესახებ, რატომ დაინტერესდით ამ პროფესიით?

 – მოვლენები ისე განვითარდა ჩემს ცხოვრებაში, რომ თავისთავად მივედი ამ პროფესიამდე და დიზაინი არამხოლოდ პროფესია გახდა, არამედ ჩემი იდენტობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია…

 ეს არის სფერო, სადაც თითქმის  სრულად ვახდენ რეალიზებასროგორც შემოქმედებითი კუთხით, ასევე მენტალურად და ფინანსურად.  არაერთხელ გადავურჩენივარ ჩემს საყვარელ პროფესიას, როცა პრობლემები მქონია, ოჯახის წევრის  გარდაცვალების გამო გლოვიდან გამოსვლა მიჭირდა, სწორედ შემოქმედებამ დამაძლევინა , როცა ცხოვრების სხვასხვა ეტაპზე ჰქონია ჩემს ოჯახს ფინანსური არასტაბილურობა, სწორედ ჩემს პროფესიას მოუცია სტაბილურობა და ა.შ.

  ზოგადად , პროფესიულ არჩევანზე ალბათ ოჯახურმა ფაქტორმაც ითამაშა გარკვეული როლი. ინტელიგენტების ოჯახში ვიზრდებოდი: – მამა მეცნიერი იყო კვანტურ ფიზიკაში, სიცოცხლის ბოლომდე ამ სფეროს ემსახურებოდა და ძალიან წარმატებულ მეცნიერთან ერთად , ხელმარჯვე ოსტატიც იყო, საკუთარი ხელით ქმნიდა და აშენებდა ყველაფერს… დედა – ფორტეპიანოს პედაგოგი და შემოქმედი ნატურა ისიც ასევე, სულ რაღაცას ქმნიდა და ქმნის, ქსოვს, კერავს, ხატავს, საკუთარი ხელით აკეთებდა რემონტებს და ა.შ.

ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ასევე დიდი როლი ითამაშა აფხაზეთის ომმა და მისმა თანმდევმა მოვლენებმა, სადაც ჩემმა ოჯახმა დაკარგა სახლი, აგარაკი, შეიწირა ჯანმრთელობის რაღაც ნაწილი და ამ ყველაფრის გადალახვამ ძალიან გაგვაძლიერა.

  სრულიად ბუნებრივი იყო ჩემთვის, როცა რაღაც განსხვავებული მომინდებოდა – კაბა იქნებოდა ეს,თუ გარემოში რაიმეს შეცვლა, ან ავეჯის გადაკეთება და გადაადგილება, საკუთარი ნიჭის და მონდომების იმედი ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა. ყოველთვის ეს ფრაზა მესმოდა : „მთავარია ლელუკამ მოინდომოს, ეს ყველაფერს შეძლებს და გააკეთებსო“ , რამაც უპირობო რწმენა ჩამომიყალიბა საკუთარი ძალების და საყვარელ სლოგანად ვაქციე : „რატომაც არა?!“ და ვიწყებდი ახალ , საინტერესო ექსპერიმენტებს, რის შემდეგაც ვამტკიცებდი, რომ მთავარი მონდომებაა..

  ვიდრე არქიტექტურასა და დიზაინში დავიმკვიდრებდი ადგილს, იყო ძიების პერიოდებიც, რომელიც მოიცავდა თეატრისა და კინოს მხატვრობას, ფერწერას, ლექტორობას, არტთრერაპიასა და ექსპერიმენტებს პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში…  საბოლოო ჯამში, არქიტექტურის მაგისტრატურა დავამთავრე და დაიწყო 20 წლიანი თავგადასავალიც…

-თქვენს  ნამუშევრებს რომ გადავხედე , უდაოდ ნიჭიერი ბრძანდებით და ძალიან გიყვართ თქვენი საქმე, რა მოგცათ ამ პროფესიამ განსაკუთრებული?

-გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის.

ტერეოტიპულად, შემოქმედი და ხელოვანი ადამიანები ჰგონიათ ხოლმე ისეთი პერსონები, ვინც ვარდისფერი სათვალით უყურებს სამყაროს და რეალობის აღქმა აქვს დაკარგული და იოლი ცხოვრება აქვს, არადა არ არის მარტივი, გული გტკიოდეს, შავთეთრი სამყარო „გაწვებოდეს“ და შენ მაინც ცდილობდე გარემოს და ცხოვრების გაფერადებას.

ყველას თავისი გზა აქვს არჩეული, მე ჩემი

ჩემ გზად და მისიად ვთვლი – მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება უნდა გავაფერადო, ჩემი პროფესია სწორედ ამაში მეხმარება. ძალიან დიდი ბედნიერება და ადრენალინია, როდესაც  რაღაც დადებითი წვლილი შემაქვს ადამიანების ცხოვრებაში და ვეხმარები მათთვის კომფორტული და ბედნიერების მომტანი გარემოს შენაში.

-რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

-განწყობა და ენერგეტიკა.  წლების გამოცდილებამ დამანახა – თუ განწყობა არ მომიტანა გარემომ, რომელიც უნდა გარდავქმნა და თუ ენერგეტიკა არ ვიგრძენი ადამიანებისგან, ვისი სივრცეც უნდა დავაპროექტო, შედეგი ვერ დადგება.

-თქვენი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვინც მომავალშ თქვენი პროფესიის არჩევას ფიქრობს.

-ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა არის შემოქმედების, ფსიქოლოგიის და მენეჯმენტის ნაზავი. სამივე მომენტი უნდა გაინტერესებდეს – შემოქმედებითიც იყო, ფსიქოლოგიის ნიჭსაც ფლობდე და მენეჯმენტის უნარიც შეგწევდეს. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან შრომისმოყვარე უნდა იყო და ძლიერი ნებისყოფა, მყარი ნერვული სისტემაც უნდა გქონდეს, რადგან საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან მოგიწევს შეჯახება და თავი ღირსეულად რომ გაართვა, ეს თვისებები აუცილებელია.

-მაინტერესებს, როგორია თქვენი თვალით დანახული ინტერიერის დიზაინი მომავალში?

-ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის.

დღეს ინტერიერის დიზაინის სფეროში ბუმია  იმ თვალსაზრისით, რომ პოპულარობა გაიზარდა და დაფასდა  , როგორც ზოგადად  სფერო. შესბამისად, ადამიანებმა დაიწყეს ამ პროფესიის შესწავლა.

თუნდაც ათი წლის წინ როცა ვამბობდი, რომ  ინტერიერის დიზაინში ვმუშაობდი, ადამიანებისგან ვაწყდებოდი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას – უკიდურეს აღფრთოვანებას-„ აუ, რა მაგარია! ‘’ ან სრული ნიჰილიზმი და უინტერესობა და დამოკიდებულება – „რა საჭიროა დიზაინი?! საკუთარ სახლს და ოფისს თავადაც მშვენივრად გავარემონტებ!“ დღეს ეს უკიდურესობები აღარ არის, არც მიუწვდომელი სფეროა და არც ნაკლებად საპატივსაცემო, მაგრამ ახლა სხვა გამოწვევაა: ძალიან ბევრი ერთმანეთის არქიტექტურული პროექტი გხვდება თვალში და ინდივიდუალიზმი თითქმის სანთლით საძებარი გახდა. აქცენტი გადავიდა ჰიპერ რეალისტურ რენდერებსა და ეფექტურ ვიზუალიზაციაზე. რა თქმა უნდა, 3Dპროგრამები ძალიან საჭირო და აუციებელია, მაგრამ მხოლოდ ამ პროგრამების შესწავლით ვერ გახდები დიზაინერი, რადგან არქიტექტურა და დიზაინი ძალიან ფართო სფეროა, საჭიროებს წლების გამოცდილებას, მრავალმხრივ განათლებას, პრაქტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თქვა,რომ დიზაინერი ხარ. თუ თვითკმაყოფილებაში ჩავარდი, პროფესიულად „გაიყინები“ მაგალითისთვის მოვიყვან – არსებობდა გენიალური არქიტექტორი კლოდ რაიტი – ავტორი არქიტექტურული შედევრისა- სახლი ჩანჩქერზე. მხოლოდ ამ პროექტით იყო არქიტექტორი მეტნაკლებად კმაყოფილი და ამბობდა, რომ ნორმალური პროექტი გამოუვიდა. არადა, ეს ადამიანი იყო მეტრი არქიტექტურასა და დიზაინში, საოცრებები აქვს შექნილი.

ვფიქრობ, მომავალში დაცხრება ეს ბუმი, გადაივლის 3D ვიზუალიზებისა და რენდერირების შესწავლის ტალღაც და ბაზარზე დარჩებიან ის პროფესიონალები, ვინც ყველა იმ თვისებას ფლობს, რაც წლების მუშაობას მოაქვს.

ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ 3Dვიზუალიზებას ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი და სამუშაოები უფრო დაჩქარდება, ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება კიდევ მეტად დაფასდება.

 

-თავისუფალი სივრცე გაქვთ მიმართოთ საზოგადოებას და უთხრათ, რაც გსურთ.

-დღევანდელობაში – ასეთ დინამიკურ და სწრაფადმზარდ სამყაროში, სადაც ბევრი ნეგატივია , ადამიანი ბედნიერი , წარმატებული და ჯანსაღი რომდარჩე, ძალიან მაღალ სიხშირეზე უნდა იყო – როგორც აზროვნებით, ასევე ენერგეტიკით..

თუ გინდა ეს შეძლო, უნდა ერიდო ტოქსიკურფრაზებს, სიტყვებს, ადამიანებს. ერიდე მათ, ვინცატარებენ წარსულის წყენებს, წინ არ მიდიანპიროვნულად , შეწყვიტეს სწავლა, რადგან თვლიან- უკვე ყველაფერი იციან. დაუნანებლად დატოვე ისინიიქ, სადაც არიან და განაგრძე წინსვლა.

ძალიან ბევრი სფერო გაქრება , რადგან ჩაანაცვლებსრობოტიკა, ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი დადარჩება პროფესიები, რომელიც დგას მაღალემპათიასა და ძლიერ ენერგეტიკულ ბალანსზე.

ძალიან დიდი მადლობა,ქალბატონო ლელი, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში.❤️

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები