ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება 2025 წლესაც გაგრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა პროგრამებით, მათ შორის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით.
თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამა HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისათვის, მათ შორის, მეტასტაზური ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის უზრუნველსაყოფად, სრულიად უფინანსებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს. კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლიდან ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ეს პროგრამა სჭირდება, მათ შორის სოციალურად დაუცველებიც, მიიღებს სრულ დაფინანსებას – 100%-ით.
ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება პაციენტს არ გააჩნია რაიმე შეზღუდვები სოციალური სტატუსის მიხედვით. 2025 წელს, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსი ითვალისწინებს მინიმუმ 24,750 და მაქსიმუმ 70,110 ლარის დაფინანსებას. პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის, პირი უნდა იყოს რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პროგრამაში ჩართვისათვის მოქალაქეებისთვის საჭირო იქნება განცხადება და შესაბამისი საბუთები, რომელთა საფუძველზე მათ მიიღებენ საგარანტიო წერილს მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად.
„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები