ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი წარმოადგენს ვაკის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებულ ინიციატივას, რომლის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაუმჯობესება.
ამჟამად, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ნუცუბიძის N221 და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში იგეგმება რამდენიმე კორპუსის მილების და ჭების ჩანაცვლება, ხოლო რეაბილიტირებულ ტერიტორიებზე ახალი ასფალტის საფარის დაყრა.
პროექტს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “ოკრიბა” ახორციელებს. საერთო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 223 000 ლარს.
ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს და პირადად შეამოწმა სამუშაოების მიმდინარეობა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები