ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიწყალი ხვალ დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი ხვალ დილამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

13 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც წყალი ხვალ დილამდე შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ფალიაშვილის ქუჩა N1-N33, N2-N36, ჭავჭავაძის გამზირის N22-N34, აბაშიძის ქუჩა N1-N21, N2-N22, კეკელიძის ქუჩა N2, N4. ბარნოვის ქუჩა N77-N83, N84-N94, ბაზალეთის, ერისთავის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, შროშის, ქუთათელაძის, მცხეთის და ქობულეთის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

READ  რატომ ირჩევენ დიღომი 8-ს? — უბანი, რომელიც თბილისში ყველაზე სწრაფად ვითარდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები