ოთხშაბათი, დეკემბერი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიჰაერის დაბინძურება თბილისში — როგორ გავუმკლავდეთ მტვრის „ნისლს“?

ჰაერის დაბინძურება თბილისში — როგორ გავუმკლავდეთ მტვრის „ნისლს“?

თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, განსაკუთრებით, საბურთალოზე, მარჯანიშვილზე, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიასა და დიღომში, ჰაერის ხარისხი კვლავ “ცუდი” ან “ძალიან ცუდია” – ამბობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი 1 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით.

ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს ორჯერ და სამჯერ აღემატება, რაც ნიშნავს, რომ „ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის საგანგაშოა”.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი. 1 დეკემბრის მონაცემები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი. 1 დეკემბრის მონაცემები

ანალოგიური მდგომარეობაა რუსთავში.

მალე ერთი თვე გახდება, რაც თბილისს ნისლი ადგას. ეს ნისლი არ არის რიგითი ატმოსფერული მოვლენა, როცა ჰაერში წყლის უწვრილესი წვეთები ან ყინულის კრისტალები “ეკიდება” და ამცირებს ხილვადობას.

ნისლი, რომელშიც 6 ნოემბრიდანაა ქალაქი გახვეული, ჰაერის უკიდურესმა დაბინძურებამ გამოიწვია, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო ტრანსასაზღვრო დაბინძურებას ანუ უდაბნოს მტვერს უკავშირებს.

თბილისი. 29 ნოემბერი

თბილისი. 29 ნოემბერი

რა თქვა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ?

„ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებაა“, – ჰაერის დაბინძურების განსაკუთრებით სახიფათო ნიშნულამდე მისვლას გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატების მიზეზით ხსნით.

30 ნოემბერს სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით“.

ჰაერის ხარისხის მკვეთრად გაუარესების შესახებ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება 15 ნოემბერსაც გაავრცელა და დაწერა, რომ თბილისში, ჰაერში მყარი ნაწილაკები დასაშვებზე ორჯერ მეტია.

რა შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვამ?

PM10 და PM2.5 ეს არის ჰაერში მოტივტივე მტვრის უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან მათი მიკრონაწილაკები სასუნთქ სისტემაში და ზოგჯერ სისხლშიც კი აღწევენ.

მათი ხანგრძლივი ზემოქმედება დაკავშირებულია მრავალ სერიოზულ დაავადებასთან:

  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • ასთმის გამწვავება;
  • ფილტვების ფუნქციის დაქვეითება;
  • ხშირად გაციების და ინფექციების რისკი;
  • ფილტვის კიბოს რისკის ზრდა (განსაკუთრებით PM2.5-ის შემთხვევაში;
  • ინფარქტისა და ინსულტის რისკის ზრდა;
  • არტერიული წნევის მატება;
  • არითმიის განვითარება;
  • მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება;
READ  გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

კითხვის გაგრძელება

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები