საილუსტრაციო ფოტო

15 ივნისს, თბილისში, სასტუმრო “მუზეუმში”, ქართველი დიზაინერის, მერიკო ფხაკაძის ორგანიზებით, დამწყები დიზაინერების pop-up გამოფენა გაიმართა

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

2024 წლის 15 ივნისს, თბილისში, სასტუმრო “მუზეუმში”, ქართველი დიზაინერის, მერიკო ფხაკაძის ორგანიზებით,  დამწყები დიზაინერების pop-up  გამოფენა გაიმართა. მერიკო ფხაკაძე 2023 წლის დეკემბრიდან, ქართული კულტურისა და დიზაინის პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ღონისძიებებს, გამოფენა-გაყიდვებსა და კოლექციის ჩვენებებს. მერიკო ფხაკაძემ 2024 წლის თებერვალში, 15 დიზაინერის ნამუშევარი საბერძნეთში წარადგინა, აპრილის თვეში ნამუშევრები წარმოდგენილი ჰქონდა ამერიკაში, ნიუ იორკში. ამჟამად, 15 ივნისს, მისი საზაფხულო კოლექციის ჩვენება თბილისში ვიხილეთ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვიზაჟისტები, ფოტოგრაფები, ქართველი მწერალი, ტიხრული მინანქრისა თუ სხვადასხვა ხელნაეთი  სამკაულების შემქმნელები.

ღონისძიებაზე გავესაუბრეთ გამოფენის ერთერთ მონაწილეს, ნინო ფრანგიშვილს. ნინო, პირველი ქართველი თანამედროვე ავტორია, რომელიც ფენტეზის ჟანრში წერს. მისი პირველი და სადებიუტო რომანი „ულევი იმედის სასახლე“ გამოიცა 2020 წელს, ავტორის მეორე რომანი „ნარანის დედოფალი“ 2022 წელს არის გამოცემული, წიგნმა ბევრი მკითხველის აღფრთოვანება დაიმსახურა. ავტორის ერთგული მკითხველი ნინოს მესამე წიგნის ,, ტემპუსის ” გამოცემას ელოდება, რომელიც წელს, ივლისის თვეშია დაგეგმილი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გამოფენის ერთერთი მონაწილე გახლდათ ხელოვანი, დიზაინერი ლია დავითაშვილი, რომელიც ქსოვს ხელით და აკეთებს ეკომეგობრულ სამკაულებს, აქსესუარებს, ტყავის ჩანთებს, რომელზეც თავისი შვილის ნახატებს პრინტავს. ქალბატონი ლიას გოგონა, თამარა დავითაშვილი სწავლობდა პარიზის არტ აკადემიაში, მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში, ბოლო ასეთი ჩვენება იყო ელი სააბის ულამაზესი კოლექცია ლუვრის დიდ დარბაზში. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული გამოფენებში: ისრაელში Fun Expo 2019, ფლორენციაში Mida 2022, თბილისში Ethno Fest 2022. NY ში ბიზნეს ცენტრში 2023, პარიზის და ავსტრიის ვარსკვლავებში 2023. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ცხოვრების დროს, ქალბატონი ლია საქორწინო კაბების კორსეტების გაფორმებაზეც მუშაობდა.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *