2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდე გაიზარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6.5%-ით (110 151 ავტომობილით) აღემატება. აქედან, ყველაზე მეტი, 1 608 309 ავტომობილი ფიზიკურ პირებზეა დარეგისტრირებული, ხოლო 182 278 – იურიდიულ პირებზე.
საავტომობილო პარკის ასაკობრივი სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი წილი 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს აქვთ. მათი რაოდენობა 1 462 631 ერთეულია. 5-10 წლის ასაკის ავტომობილების რიცხვი 229 821-მდე გაიზარდა, 2-5 წლის ავტომობილების რაოდენობა 53 596-ს შეადგენს, ხოლო 2 და ნაკლები წლის მანქანების რაოდენობა 37 195-მდე გაიზარდა.
თბილისში, რომელიც რეგიონების ლიდერია, 721 992 ავტომობილია დარეგისტრირებული, ხოლო შემდეგი ლიდერები არიან: იმერეთი (216 205), ქვემო ქართლი (166 629) და კახეთი (151 801).
ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული – 1 534 634. გასული წლის განმავლობაში 96 049 ახალი მსუბუქი ავტომობილი დაემატა. მეორე ადგილს სატვირთო ავტომობილები იკავებენ – 125 651 ერთეული, რასაც 7 665-ით მეტი წარმოადგენა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება საწვავის ტიპებს, ყველაზე მეტი ბენზინის ძრავით მომუშავე ავტომობილია – 737 485, რაც 55 651 ერთეულით აღემატება წინა წლის მონაცემებს. დიზელით მომუშავე ავტომობილების რაოდენობა 356 195-ს აღწევს, ხოლო ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების რაოდენობა 160 083 და 9 045 ერთეულამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, 2024 წელს გარკვეული რაოდენობის ავტომობილები იჩენენ უცნობ საწვავის ტიპებს, თუმცა ეს მაჩვენებელი 2 791 ერთეულით შემცირდა, რაც 343 811 ავტომობილამდე დავიდა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები