თბილისში 3 გამზირისა და 4 ქუჩის განახლება/რეაბილიტაცია დაანონსდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახლად არჩეული საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ზოგადად ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის. მომდევნო წლების განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის გამზირების რეაბილიტაცია, ასევე: თამარაშვილის, გორგასლის, გოძიაშვილისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების განახლება.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განახლებაზე, საუბარია, ფუნდამენტურ განახლებაზე, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველაფერი იქნება შეცვლილი და მივიღებთ ქუჩების ახალ დიზაინს,“ – განაცხადა კალაძემ.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




 
                                    