7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა. ის მოღვაწეობდა 1921-1927 წლებში. საქართველოს გასაბჭოებიდან ძალიან მოკლე დროში ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო პატრიარქი დოკუმენტებს აგზავნიდა ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში. 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნილ მიმართვაში, ქართველი ერის სახელით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანას და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. იმავე წელს საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად დააპატიმრეს. მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით. გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
აღსანიშნავია რომ, ეროვნული გმირის ორდენი საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად, პირს, საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისთვის პრეზიდენტი ანიჭებს. ჯილდო 2004 წელს დაწესდა და მას შემდეგ, 24 ადამიანს აქვს მიღებული, ყველა მათგანს სიკვდილის შემდეგ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები