შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებიქო­ში­ნი (დის­პნო­ე) არის სუნ­თქვის გაძნელების შეგ­რძნე­ბა - გა­მომ­წვე­ვი მიზეზები

ქო­ში­ნი (დის­პნო­ე) არის სუნ­თქვის გაძნელების შეგ­რძნე­ბა – გა­მომ­წვე­ვი მიზეზები

ქო­ში­ნი
ქო­ში­ნი (დის­პნო­ე) არის სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა.
გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი
ქო­ში­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მოიწ­ვი­ოს ნე­ბის­მი­ე­რმა და­ა­ვა­დე­ბამ, რო­მე­ლიც არ­ღვევს ბა­ლანსს ორ­გა­ნიზ­მის ჟან­გბა­დით მო­მა­რა­გე­ბა­სა და ჟან­გბად­ზე მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბას შო­რის. ქო­ში­ნი ხში­რია ფილ­ტ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, რო­გო­რი­ცაა ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ას­თმა, ალერ­გი­ა, აგ­რეთ­ვე, სა­სუნ­თქი კუნ­თე­ბის და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დაა­ვა­დე­ბე­ბის, სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბის დროს.
ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის გარ­და, ქო­ში­ნი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბი­სა და კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ჩვე­უ­ლი სიმ­პტო­მი­ა.
გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს ქო­ში­ნი გა­მოწ­ვე­­უ­ლია ფი­­ლ­ტვებ­ში სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბით; ამ მდგო­­მა­რე­ო­ბას ფი­­ლ­ტვებ­ში შე­გუ­ბე­ბა ან ფილ­ტვის შე­შუ­პე­ბა ეწო­დე­ბა. ის მოხ­რჩო­ბის შეგ­რ­ძ­­ნე­ბას იწ­ვევს. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ად­რე­ულ სტა­­­დი­ა­ზე ქო­ში­ნი მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს იჩენს თავს. და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას­თან ერ­თად ქო­ში­ნი ვი­თარ­დე­ბა უფ­რო და უფ­რო მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სას და, სა­ბო­ლო­ოდ, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც.
მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰა­ე­რის უკმა­­რი­სო­ბა უმეტეს­წი­ლად პა­ცი­ენ­ტის წო­ლით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ვი­თარ­დე­ბა, ამ დროს სითხე გრა­ვი­ტა­ცი­ით გა­და­ად­გილ­დე­ბა ფილ­ტვის ქსო­ვილ­ში. ეს სიმ­პტო­მი ხში­რად ღა­მით ვი­თარ­დე­ბა და მას ღა­მის დის­პნოე ეწო­დე­ბა. წა­მოჯ­დო­მი­სას, რო­ცა პა­ცი­ენ­ტი სა­წო­ლი­დან ფე­ხებს ჩა­მო­უშ­ვებს, გრა­ვი­ტა­ცი­ით სითხე ფილ­ტვე­ბის ქვე­და წი­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, ზე­და წი­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ქო­ში­ნის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა მცირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ღა­მის დის­პ­ნოეს მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ძი­ლის დროს სას­თუ­მა­ლი ამაღ­ლე­ბუ­ლი აქვთ, ნა­ხევ­რად მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სძი­ნავთ.
კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის დროს, ქო­ში­ნი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სას ვი­თარ­დე­ბა; და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის დროს – უმ­ნიშ­ვნე­ლო ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს ან მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

შე­ფა­სე­ბა
ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბი ექიმს ეხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზის გან­საზღ­ვრა­ში. მა­გა­ლი­თად, ღა­მის ქო­ში­ნი (დის­პნო­ე), რო­მე­ლიც იხ­სნე­ბა წა­მოჯ­დო­მი­სა და ფე­ხე­ბის ქვე­მოთ ჩა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლით თან­ხლე­ბუ­ლი ქო­ში­ნი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სას კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა ხვე­ლას­თან და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად ფილ­ტვე­ბის ინ­ფექ­ცი­ის ნი­შა­ნი­ა. ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა რო­მე­ლიც იწყ­ე­ბა გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ რო­მე­ლი­მე ფაქ­ტორ­თან, მა­გა­ლი­თად, კვამ­ლთან ან ცხო­ვე­ლის ბეწ­ვთან კონ­ტაქ­ტი­სას, ას­თმა­ზე ან ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.
თუ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ არის ნა­თე­ლი, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა. მა­თი არ­ჩე­ვი­სას ით­ვა­ლი­ს­წი­ნე­ბენ პა­ცი­ენ­ტის სიმ­პტო­მებს, ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის მო­ნა­ცე­მებს და სხვა ფაქ­ტო­რებს. ყვე­ლა­ზე ხში­რად გულ­მკერ­დის რენ­ტგე­ნოგ­რა­ფია და მცი­რე ზო­მის სენ­სო­რის თით­ზე მო­თავ­სე­ბით სის­ხლში ჟან­გბა­დის დო­ნის გან­საზღ­ვრა (პულ­სოქ­სი­მეტ­რი­ა) გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მოზ­რდი­ლებს ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია (ეკგ) უტარ­დე­ბათ, გა­ნ­­სა­კუთ­რე­ბით თუ სა­ხე­ზეა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გა­ნ­­ვი­თა­რე­ბის სა­რის­კო ფაქ­ტო­რე­ბი.

ტკი­ვი­ლი კი­დუ­რებ­ში

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები