ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიდადიანების სასახლე - ზღაპარი საქართველოდან

დადიანების სასახლე – ზღაპარი საქართველოდან

მუზეუმი დაფუძნდა 1921 წელს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 60-90-იანი წწ., არქიტექტორები გ. რაისი და ლ. ვასილევი), კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.

მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. – ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები), ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილი); სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის – აშილ მიურატის მეოხებით)

რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვა. ფილიალი: იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი (ცაიში). კითხვის გაგრძელება

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები