ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიშეიხედეთ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შთამბეჭდავ, მრავალსაუკუნოვან, ისტორიულ სახლ/სასახლეში, რომელიც დამთვალიერებელს...

შეიხედეთ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შთამბეჭდავ, მრავალსაუკუნოვან, ისტორიულ სახლ/სასახლეში, რომელიც დამთვალიერებელს შთაგონებით ავსებს

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძვანელს, გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში, მსოფლიო ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს, თბილისში ულამაზესი სახლი/სასახლე აქვს…

 “შენიინტერიერი” ამ გემოვნებით მოწყობილ და შთამბეჭდავ სახლში შეგახედებთ, რათა თავად დარწმუნდეთ მის უნიკალურობაში.

ციხე-სახლი, რომელსაც თამამად შეიძლება მუზეუმი ეწოდოს, რამდენიმე საუკუნეს ითვლის. როგორც ფხაკაძე ამბობს, ყველა ნივთი, რომელიც მის სახლშია, მსოფლიოს არაერთი კუთხიდან აქვს ჩამოტანილი. Castle in Old Town -ის ინტერიერს მე-20 საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში მიჰყავხარ და აქ კიდევ ერთხელ რწმუნდები, როგორ ერწყმის ერთმანეთს ევროპული და ქართული კულტურა:

“ამ სახლს მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ-შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია, დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც, სავარაუდოდ, X საუკუნეში აიგო.

XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, როდესაც აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია, საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა.

გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი, მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი.

ათწლეულების მანძილზე დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.

შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია.

აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს – კირსა და ძველ ქართულ აგურს.

ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა.

სახლში მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი, პრაქტიკულად, პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.

1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ.

მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში.”

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები