ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"თავად შემიძლია შეღებვა და ავეჯის აწყობა... ინტერიერის მინიმალისტური სტილი მამშვიდებს" - ექსკლუზიური...

“თავად შემიძლია შეღებვა და ავეჯის აწყობა… ინტერიერის მინიმალისტური სტილი მამშვიდებს” – ექსკლუზიური ინტერვიუ ეკა კვირკველიასთან

Sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ექიმ რეპროდუქტოლოგ ეკა კვირკველიასთან, რომელიც სოციალურ სივრცეში პოპულარული გახდა საინტერესო და საზოგადოებისთვის უაღრესად საჭირო ბლოგებით სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით. როგორც გავარკვიეთ, ცნობილი ექიმის გატაცება ინტერიერია და ამიტომაც ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა:

– მოგესალმებით ეკა, გავიგეთ, რომ შესანიშნავ ექიმ-რეპროდუქტოლოგთან ერთად, დიზაინის მოყვარულიც ბრძანდებით. რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება ინტერიერისა და ექსტერიერის კუთხით?

– ზოგადად, ბავშვობიდან ვხატავ და ძალიან მიყვარს ბუნება. ვფიქრობ, რომ ის გარემო, სადაც ადამიანი ცხოვრობს, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ყოველდღიურ განწყობაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. თან, გამოხატავს ადამიანის შინაგან იდენტობას. ამიტომ, გარდა იმისა, რომ მოგზაურობა და კითხვა მიყვარს, მხატვრობამ უფრო მეტად გამოიწვია ინტერესი დიზაინის სიყვარულის მიმართ. 

– ინტერიერის დიზაინში კონკრეტულად რომელ სტილს გამოარჩევდით?

– ჩემი ფავორიტი ინტერიერის დიზაინის მიმართულებებში მაინც მინიმალიზმია. თუმცა, არის კიდევ რამდენიმე მიმართულება, რაც მომწონს. მე მილენიალი ვარ, 90-იანების ბავშვი. “მიმებიც” იყო ფეისბუქზე, რომ მილენიალებმა გავიარეთ ქაოსი და არეულობა, ამიტომ მინიმალიზმი უფრო გვამშვიდებს. თან იაპონია მიყვარს, თუმცა, იაპონელებისგან განსხვავებით, დიდი სივრცე მიყვარს და დიდ სივრცეში ნაკლები ავეჯი. არის კიდევ სხვადასხვა მიმართულებები, რაც ასევე მომწონს, თუნდაც მოდერნი, ფუტურისტული მიმართულებები, მაგალითად, კოსმოსის ელემენტები. მაგრამ მაინც მგონია, რომ იაპონური იკებანას ხელოვნებასავით, შეგვიძლია რაღაცების შეკოწიწებით მივიღოთ ისეთი რამ, რაც სილამაზესთან ერთად ფუნქციურადაც მორგებული იქნება ჩვენზე. 

– გეთანხმებით, ესთეტიკურობასთან ერთად ფუნქციურობაც ასევე მნიშვნელოვანია. 

– ნამდვილად. მინიმალიზმს რაც შეეხება, ბავშვობისას ძალიან ბევრი ნივთი გადავყარე სახლიდან და მერე მეჩხუბნენ. ეს იყო ძველი ნივთები და, რა თქმა უნდა, ბევრი იყო საკოლექციო. თუმცა, იმიტომ გადავყარე, რომ რეალურად ჰარმონიაში არ მოდიოდა ეს ყველაფერი სივრცესთან და ალბათ, გავაპროტესტე ბავშვურად. 

– დიახ, მესმის… თავად რამდენად იღებთ თქვენი სივრცის მოწყობაში მონაწილეობას? – როგორც მივხვდი, თავად აკეთებთ ინტერიერში ყველაფერს, პროფესიონალის დახმარების გარეშე.

– კი, ბატონო. მე თვითონ შემიძლია როგორც შეღებვა, ასევე გაჯის წასმაც და ავეჯის აწყობაც. მიყვარს ასეთი რაღაცები. სამომავლოდ მაქვს რაღაც გეგმები და თუ დაგაინტერესებთ, გაგიზიარებთ, ახლა არ მაქვს დასრულებული. 

– რა თქმა უნდა… ანუ ხელსაქმე გეხერხებათ…

– კი, ნამდვილად მეხერხება. ირგვლივ ბევრი არქიტექტორ-დიზაინერი მყავს. დედაჩემიც ექიმია და ძალიან უყვარს რენესანსის ეპოქა. სულ გვქონდა მხატვრობა გადაშლილი, პატარაობიდან მაცნობდა ფლორენციას, იტალიას, სადაც ეს აკვანი დაირწა. მე კი, რომ გავიზარდე, ვფიქრობდი, რომ კი ეს კარგია, უბრალოდ, ჩემი მინდოდა შემექმნა.

– რაიმე განსაკუთრებული ადგილი თუ გაქვთ სახლში, თქვენი საყვარელი კუთხე, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ?

– ჩემი საყვარელი ადგილი სახლში არის ოთახი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ფანჯრები. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ბებიის ოთახი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის. თუმცა, ეს ოთახი გადაკეთდა სრულიად სამუშაო ოთახად. ბოლო 2 წელია, რაც ჩემი ბლოგი დავიწყე და ძალიან აქტუალური გახდა. ამ ოთახში მაქვს ჩემი მოლბერტი, გადასაღები ფონები, მიკროფონები, შტატივები და მიუხედავად იმისა, რომ სულ ქაოსია, სულ სიახლეები ხდება ამ ოთახში. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღის სინათლეც, რადგან ბევრი ბედნიერების ჰორმონი და ნივთიერება გამოიყოფა. გიყვართ, ალბათ, თქვენც დაკვირვება დღის სხვადასხვა ფერებისთვის. ეს პალიტრა და ცვალებადი სპექტრი თბილისშიც ყოველთვის კარგად ჩანს.

– დიახ, ძალიან განსაკუთრებულია მართლაც…

– დიახ, ეს მეხმარება იმაშიც, რომ დღის განმავლობაში თან კავშირი არ დავკარგო ბუნებასთან, რაც ძალიან მიყვარს, და თან ვიმუშავო და ინსპირაციაც მივიღო ჩემი დიდფანჯრებიანი ოთახისგან.

– ეკა, გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის!

– ასევე, დიდი მადლობა!

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები