ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიროგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს ეკრანთან მუშაობისას - რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს ეკრანთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

ვიზუალური კომფორტი მნიშვნელოვანია სამუშაოს წარმატებით განხორციელებისათვის. ეს გულისხმობს, რომ სამუშაო ადგილის პროექტირებისას ოთახის განათება ერგონომიკული პრინციპების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. აუცილებელია საკმარისი განათება, მაგრამ არა მკვეთრი შუქი, რომ დოკუმენტების წაკითხვის საშუალება გქონდეთ. ანარეკლი არ უნდა ხვდებოდეს კომპიუტერის მონიტორს. არის ანარეკლის ორი ტიპი: 

  1. პირდაპირი ანარეკლი – გამოწვეულია მკვეთრი სინათლის წყაროს სხივის უშუალოდ თვალებში მინათებით, მაგალითად, ფანჯრიდან მზის მინათებით; 
  2. არაპირდაპირი ანარეკლი – წარმოადგენს მკვეთრ ლაქებს, რომლებიც აღმოცენდება კომპიუტერის მონიტორიდან ან სამუშაო ზედაპირიდან არეკლილი სხივის თვალებში მოხვედრისას. 

ვიზუალური კომფორტის გაუმჯობესებისთვის და ანარეკლების შემცირებისთვის საჭიროა: 

  • არაპირდაპირი განათების უზრუნველყოფა; 
  • პლაფონებზე კარგი დიფუზორები; 
  • განათების საერთო დონის შემცირება სამუშაო ზონაში; 
  • ასევე თითოეული სამუშაო ზონისათვის განათების უზრუნველყოფა (მაგ.: შუქი მიმართული კონკრეტული სამუშაოსკენ, დოკუმენტებისკენ); 
  • ფანჯრებზე მზის სხივების ასარეკლი საშუალებების დამატება. 
  • ასევე საჭიროა ზემოდან მკვეთრი განათების გამორიცხვა, რათა თავიდან აიცილოთ ჩრდილების წარმოქმნა კომპიუტერის მონიტორზე. 

ანარეკლების მართვა შესაძლებელია შემდეგი მეთოდების გამოყენებით: 

  • მაგიდის განთავსებით ისე, რომ შუქის წყარო (მაგ.: ფანჯარა) პერპენდიკულარულად იყოს მონიტორთან და არა უშუალოდ თქვენი ან მონიტორის უკან. 
  • დახრის კუთხის შერჩევით ან მონიტორის ისე განლაგებით, რომ იგი არ ასახავდეს შუქის წყაროს; 
  • მონიტორთან ახლოს მდებარე ფანჯარაზე დარაბების დაყენებით; 
  • მონიტორზე სიმკვეთრის და კონტრასტის რეგულირებით; 
  • კომპიუტერის მონიტორზე ფილტრის გამოყენებით და ფილტრისა და მონიტორის სისუფთავის დაცვით. best eye doctor in Kolkata Archives - Disha Eye Care

მეორე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ვიზუალურ კომფორტზე, არის თვალის რქოვანას სიმშრალე. თუ გრძნობთ თვალების სიმშრალეს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰაერის ნაკადი ვენტილაციის სისტემიდან. ამ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია ჰაერის ნაკადის მიმართულების შეცვლა ან სამუშაო მაგიდის გადაადგილება. 

შეეცადეთ კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალები ახამხამოთ უფრო ხშირად და დროდადრო მზერა გადაიტანოთ მონიტორიდან. 

თუ სათვალეს ატარებთ, ვიზუალური კომფორტისათვის უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი: თქვენი სათვალის რეცეპტი, შესაძლებელია, კორექტირებული იყოს იმისდა მიხედვით, თუ რა მანძილზე გიხდებათ სამუშაოს შესრულება. მაგ.: თუ მუშაობთ კომპიუტერთან, თქვენ უნდა შეძლოთ წაიკითხოთ ის, რაც არის მონიტორზე. არ უნდა დახაროთ თავი წინ ან უკან. ეს არის განსაკუთრებით პრობლემატური მათთვის, ვინც ატარებს ბიფოკალურ სათვალეს.

სამუშაო კომფორტის უზრუნველსაყოფად და კითხვისთვის, შეიძლება დაგჭირდეთ სათვალე. მიმართეთ თვალის ექიმს, თუ შეიგრძნობთ თვალში სიმშრალეს ან დაძაბვას. აუცილებლად აღწერეთ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა და გარემო, სადაც ამ სამუშაოს ასრულებთ. ეს არა მარტო დაეხმარება თვალის ექიმს, გაიგოს, რა შეიძლება იყოს თქვენი პრობლემის მიზეზი, არამედ მისცემს მას დროული რეაგირების შესაძლებლობას. გახსოვდეთ, რომ თქვენი მხედველობა იცვლება ასაკთან ერთად და აუცილებელი ხდება ექიმთან პერიოდული ვიზიტი.

რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან, რომლის ხელმძღვანელიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები