შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაროგორ ვაქციოთ მცირე ფართი მოდურ ფა ფუნქციურ სივრცედ

როგორ ვაქციოთ მცირე ფართი მოდურ ფა ფუნქციურ სივრცედ

პატარა სივრცის ფუნქციურად ათვისება ისე, რომ ოთახი ავეჯით „გაჭედილი“ არ იყოს, ერთი შეხედვით, შეიძლება  წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ.

რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ – როგორ ვაქციოთ მცირე ფართის ოთახი მოდურ და ფუნქციურ სივრცედ.

  • შეინარჩუნეთ ცარიელი იატაკი

მაქსიმალურად შეეცადეთ, სივრცე იყოს თავისუფალი. მაგალითად, კარადების განთავსების ნაცვლად, გამოიყენეთ კედლის თაროები, ტორშერის ნაცვლად კი – კედლის სანათები.

  • გამოიყენეთ დასაკეცი ნივთები

თუ გჭირდებათ სასადილო ან საწერი მაგიდა, უმჯობესია, გამოიყენოთ ავეჯი, რომელიც იკეცება მარტივად.

  • განათება

პატარა სივრცეში ხშირად მზის შუქის ნაკლებობაა. კარგი იქნება, მთავარი განათების გარდა, გამოიყენოთ კედლის ბრები ან პატარა ტორშერები, რაც ოთახსაც გაანათებს და მყუდრო გარემოსაც შექმნის.

  • ემეგობრეთ სარკეს

სარკის გამოყენება ძალიან ხშირი და ყველასთვის ცნობილი მეთოდია. სივრცის არეკვლა მის მოცულობას ზრდის, თუმცა ზოგს არ უყვარს ოთახში ბევრი სარკე, ამიტომ აქ ჩამოთვლილი რჩევებიდან სხვა რეკომენდაციის გათვალისწინება შეგიძლიათ.

  • სწორად შეარჩიეთ ხალიჩა

სივრცეში დიდი ზომის ავეჯი არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ, როცა საქმე ხალიჩას ეხება – პირიქით. პატარა ხალიჩა სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს. აირჩიეთ დიდი ზომის ან კედლიდან კედლამდე დასაფენი ხალიჩა.

  • მიეცით ნივთებს სუნთქვის საშუალება

დაიცავით მანძილი არა მხოლოდ ავეჯსა და ავეჯს შორის, არამედ კედელსა და ავეჯს შორისაც.

  • ითამაშეთ ზომებით

ავეჯი, უმჯობესია, მცირე ზომის იყოს. სამაგიეროდ, ინტერიერის დიზაინერები ასეთ დროს დიდი ზომის ფერწერული ტილოს ან სხვა დეკორის გამოყენებას გირჩევენ.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო https://www.facebook.com/people/Mei-Interior-Design/61555895953572/

READ  10 კომპანია საქართველოში, რომელიც სარემონტო მომსახურებას გთავაზობთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები