ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიგსურთ თქვენი ოცნების სახლი და ზღაპრული სამყარო შექმნათ? - ნინო პაიჭაძის პროფესიონალური...

გსურთ თქვენი ოცნების სახლი და ზღაპრული სამყარო შექმნათ? – ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები sheniinterieri.ge- ს მკითხველს

როდესმე გქონიათ განცდა ფილმის ყურებისას ან წიგნის კითხვისას, რომ დროში იმოგზაურებდით დიდი სიამოვნებით? ან თუნდაც გაგხსენებიათ დიდი ბებიას სახლი, რომელიც კარგი ღვინოსავით იყო დაძველებული? ასეთ დაძველებას იაპონიაში ვაბისაბის ფილოსოფიას უწოდებენ… ეს გულისხმობს არასრულყოფილში სრულყოფილი სულის გაჩენას…

იმის მიუხედავას რომ ეს ყველაფერი მოგონებები და განწყობებია, თუ თქვენ შეისწავლით ინტერიერის დიზაინერის პროფესიას, შეძლებთ შეიქმნათ თქვენი სიმყუდროვე ნებისმიერ ადგილას, სადაც მოინდომებთ.

მე ასე ვიტყოდი –  ჩემი შინაგანი ჯადოსნური სამყარო აბსოლუტურად ყველგან დამყვება, სასტუმრო ნომერშიც კი შესვლისთანავე სიმყუდროვეს ვიწყობ… ბალიშების საბნების ან თუნდაც სანათების გადაადგილებით…

ზოგს ეს ნიჭი გვებოძა ბავშობიდან ზოგმაც კი უნდა ვისწავლოთ მათგან, ვინც ამ ნიჭით დასაჩუქრდა, ხომ მეთანხმებით?

ახლა კი მინდა, მოიკრიბოთ გამბედაობა და გაბედოთ, იფიქროთ ისეთ სახლზე რომელიც ყოველთვის მოგწონდათ. იყო ეს “ჰარი პოტერიდან”, “ტკბილი ნოემბრიდან”, “მისტერ და მისის სმიტებიდან” თუ რომელიმე სანტორინის ტიპის სახლი მაიამიდან… იქნებ “შერლოკის ბუნაგის” მოწყობა გსურთ? – ყველაფერი შესაძლებელია, მაგალითად, ჩემსსახლში 9 განსხვავებული ტიპის სტილია.

თითო სართულზე ყველა ოთახი განსხვავებულ განწყობას ქმნის და განსხვავებულ მოგონებებს მიქმნის. ზუსტად ვიცი, როდის, სად მინდა დავყო დრო. 9 სხვადასხვა სტილის შერწყმა მარტივი არაა, მაგრამ ესეც ისწავლება და ამ ტენდენციას ეკლეკტიკური დიზაინი ჰქვია… არაჩვეულებრივად გამოიყუება 21 საუკუნეში…

ვინაიდან ყველა სტილისტიკის ეტაპი უკვე გავლილია, მომავალი 10000 წლის დიზაინებიც გაწერილია ფილმებში, ფუტურისტული თუ sci-fi – აირჩიეთ ნებისმიერი და მენდეთ, თქვენ შეძლებთ იცხოვროთ ისე, როგორც ოცნებობთ…

ფილმი “ტკბილი ნოემბერი”

თუ გსმენიათ ამერიკული ფრაზა “fake it till you make it”. კი, ბატონო, ასეა!  შეიქმენით მდიდრული გარემო, თუნდაც თქვენს პატარა სახლში და შეამჩნევთ, როგორ დაიხვეწება და გამდიდრდება სამყაროც თქვენ გარშემო, ვინაიდან მშვენიერი ქმნის მშვენიერს. ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს სახლში ვატარებთ, შესაბამისად, არაფერი დაიშუროთ თქვენი “ბუნაგისთვის”, რადგან ის დაგეხმარებათ, შექმენათ თქვენი სამყარო.

ფილმი “ჰარი პოტერი”

თუნდაც შეგიძლიათ, თქვენს პატარა სახლში გეთსბისეული განწყობა შექმნათ და ცოტახანში შეამჩნევთ, როგორ შეძლებთ იყოთ თქვენებური ვარიანტი ამ პერსონაჟისა…

ფილმი “დიდი გეთსბი”

ძალიან ბევრს ავიწყდება და არც იცის, რომ ინტერიერის დიზაინის შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვანია განწყობა, იდეა და შინაგანი სამყარო.

 

ასე რომ შევთანხმდით ✨️

  1. იმუშავეთ თქვენს შინაგან სამყაროზე.
  2. არაფერი დაიშუროთ თქვენი სახლის შექმნისთვის
  3. ვინაიდან ზემოთ ხსენებული ორი არის თქვენი მიკრო სამყარო, რომელიც განაპირობებს თქვენ მაკრო სამყაროს…

გისურვებთ სიყვარულს და სულიერ ჯანმრთელობას.

თუ გსურთ, შეისწავლოთ ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია, თვალი ადევნეთ sheniinterieri.ge-ს და ასევე ჩემს გვერდს – Nino Paichadze Design.

სტატია sheniinterieri.ge-სთვის მოამზადა ინტერიერის დიზაინერმა, ნინო პაიჭაძემ ✨️

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები