სიტყვა სოლოლაკი,როგორც ამბობენ, არაბული სიტყვაა და ნიშნავს აკვედუკებს, არხებს. სხვადასხვა გადმოცემით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მოსარწყავად არაბთა ბატონობის ხანაში, სარწყავი არხები აუშენებიათ. ამარხებს „სუ-ლა–ლაჰს ეძახდნენ და, როგორც ჩანს, ესსახელწოდება მის მკვებავ ნაკადულზე და შემდგომ მთაზეც გავრცელდა. უფრო გვიან კი ეს სახელწოდება მთის ძირას მოქცეულ ნაკვეთსაც დაარქვეს.
დღევანდელი სოლოლაკი ძველთაგანვე ბაღებითა და ბაღჩებით ყოფილა დაფარული. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე სოლოლაკში აღნიშნულია მეფის, დედოფლის, მამასახლისის, თბილელი ეპისკოპოსის ბაღები.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სოლოლაკში ბურჟუაზია დასახლდა და იქ არსებული არქიტექტურის თუ ცხოვრების სტილის გამო მოგზაურები მას ” კავკასიის პარიზად ” მოიხსენიებდნენ.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://www.facebook.com
მასალის გამოყენების პირობები