საილუსტრაციო ფოტო

ბეთლემი – ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მიკროუბანი

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

ბეთლემი, გვიანდელი ფეთხაინი — ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მიკროუბანი. მდებარეობს ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე. კლდოვანი რელიეფის გამო ამ ტერიტორიას კლდისუბანსაც უწოდებენ. ბეთლემის მიკროუბანი მოქცეულია დღევანდელი ლ. ასათიანის, ბეთლემის, გომის ქუჩებს, ზემო ბეთლემის ეკლესიასა და ბეთლემის კიბეს შორის.

უბანს სახელი ეწოდა აქ მდებარე ბეთლემის (ზემო ბეთლემის) ეკლესიის, თვით ეკლესიას კი — ქრისტიანთა წმინდა ადგილის (ბეთლემი, პალესტინა) მიხედვით. გადმოცემით, ამ ადგილზე პირველი ეკლესია V ს. ბოლოს მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო. აქვე ყოფილან დაკრძალულნი მისი დედა და და.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *